“აღარ ცემო, გაუშვი” – მწვრთნელის მიმართვა თუთარაულს [VIDEO]

21:54 / 11 სექ 2021
“აღარ ცემო, გაუშვი” – მწვრთნელის მიმართვა თუთარაულს [VIDEO]

ACA 128-ს ფარგლებში გამართული ორთაბრძოლა, რაულ თუთარაულსა და პლამენ ბაჩვაროვს შორის, ქართველის გამარჯვებით დასრულდა. რაულმა სრული დომინაციის ხარჯზე, მსაჯთა ერთობლივი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. 29 წლის ქართველისთვის ეს კარიერაში 27 გამარჯვება გახლავთ.

მესამრე რაუნდის მიწურულს, რაულ თუთარაულს მეტოქე ოქტაგონის კიდესთან მიმწყვეული ყავდა, რა დროსაც მძიმე დარტყმებს აყენებდა. ბრძოლის ბედი პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო და რაულის დარტყმების შედეგად პლამენი დიდ ზიანს იღებდა, სწორედ ამიტომ თუთარაულს მწვრთნელმა გაჩერებისკენ მოუწოდა – “აღარ ცემო, გაუშვი”. რაულმაც გაითვალისწინა მწვრთნელის მითითება, დარტყმები შეწყვიტა, ფეხზე წამოდგა და რამდენიმე წამში უკვე საფინალო სირენაც გაისმა.