აჭარაში ექვსი ახალი სარაგბო მოედანი მოეწყობა

19:32 / 15 სექ 2021
აჭარაში ექვსი ახალი სარაგბო მოედანი მოეწყობა

საქართველოს რაგბის კავშირისა და საქართველოს მთავრობის მიერ ცოტა ხნის წინინათ დაანონსებული 100 ახალი სარაგბო მოედნების მშენებლობის პროექტის ფარგლებში, აჭარის რეგიონში წლის ბოლომდე სამი მოედნის მშენებლობა იწყება.

აჭარის მთავრობა ამ ინიციატივას პირველი გამოეხმაურა და პირველ ეტაპზე მშენებლობები დაიწყება ქობულეთის რაიონში სოფელ ხუცუბანსა და დაბა ჩაქვში, ასევე შუახევის რაიონში სოფელ ფურტიოში, ხოლო უახლოეს მომავალში მშენებლობები ბათუმში, ბენზეს დასახლებაში არსებულ მე-18 სკოლის ტერიტორიაზე, გონიოში და ქედაში იგეგმება.

„დღეს უკვე შეგვიძლია გაცნობოთ აჭარაში 3 მნიშნელოვანი პროექტის დაწყება, რომელიც აჭარის მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ აჭარის რეგიონი პირველია, რომელიც ძალიან მოკლე დროში ჩაერთო რაგბის კავშირისა და საქართველოს მთავრობის მიერ ახლახანს დაანონსებულ 100 მოედნის მშენებლობის პროექტში, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს

ამ ეტაპზე უკვე დაგეგმილია და მზადდება ტენდერები ფურტიოს, ხუცუბანის და ჩაქვის მოედნების მშენებლობისთვის, რომლებსაც მიმდინარე წელს ჩაეყრება საფუძველი. უმოკლეს ვადებში ამ პროექტებს შეემატება ახალი ადგილები აჭარის  ტერიტორიაზე, სადაც მომდევნო წლებში აშენდება სარაგბო ინფრუსტრუქტურა. ეს ხელს შეუწყობს რაგბის კიდევ უფრო მეტად დამკვიდრებას და განვითარებას” – თქვა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ ამ ფაქტთან დაკავშირებით გამართულ პრეზენტაციაზე..