ბათუმის პირველი გამარჯვება სუპერ თასზე

17:56 / 24 სექ 2022
ბათუმის პირველი გამარჯვება სუპერ თასზე

ბათუმი-თელავივ ჰითი 19:11
ბათუმი (15-9) სვანიძე (მ.ნინიძე 37, ძნელაძე 68), ირემაძე, წიკლაური, ურჯუკაშვილი, ფრუიძე, ჯინჭველაშვილი, ბუჯიაშვილი (თურმანიძე 78).  (1-8) შამილიშვილი, მამრიკიშვილი, წიკლაური, ფერსელიძე (ფოფხაძე 37), კოპაძე, თხილაიშვილი, შენგელია, ფუტკარაძე
3ლ: საჯარიმო, ფუტკარაძე, შენგელია. გ: ჯინჭველაშვილი
საინბინი: მ.ნინიძე, ფრუიძე
მსაჯი: ალექსანდრუ იონესკუ (რუმინეთი)

 საქართველოს ჩემპიონმა ბათუმმა რაგბი ევროპის სუპერ თასის მესამე ტურში ისრაელის ფრანჩაიზს, თელავივ ჰითს უმასპინძლა და 19:11 დაამარცხა. ეს ბათუმელთა პირველი გამარჯვებაა ამ შეჯიბრებაში.

მთელი მატჩის განმავლობაში გაფაუღებლად წვიმდა, რამაც, ცხადია, ორივე გუნდს დიდი პრობლემები შეუქმნა. მოედანი ალაგ-ალაგ ისე იყო დატბორილი, რომ გახსნილი, ხელდახელ თამაში შეუძლებელი გახდა.

პირველი ტაიმის დასაწყისში ბათუმელებმა თამაში ვერ ააწყვეს. თელავიველებმა კი, ორი საჯარიმოს გატანა მოახერხეს და 6:0 დაწინაურდენენ. დასკვნით ათ წუთში მასპინძლება ინიციატივა ხელთ იგდეს და ტაიმის დასრულებამდე დრო შეტევებში გაატარეს. ბათუმელები საჯარიმოს კარში ჯიუტად არ ურტყამდნენ. ლელოს გატანაზე იყვნენ დაგეშილნი. რამდენჯერმე მიზანთან ახლოსაც იყვნენ, მაგრამ… პირველი ტაიმი 0:6 წავაგეთ.

Возможно, это изображение 5 человек, люди занимаются спортом и трава

შესვენების შემდეგ ბათუმელების სათამაშო უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა. შავიზღვისპირელები მეტოქეს აშკარად ჯაბნიდნენ მოლსა და შერკინებაში. არც რაკში თამაშისას უთმობდნენ რამეს. დერეფანი კი, ყველა მოიგეს, რამაც საბოლოოდ განაპირობა კიდეც გამარჯვება.

ჰითმა ჯერ შერკინების მიწოლას ვერ გაუძლო და არბიტრმა საჯარიმო ლელო ჩათვალა. მერე მორკინალების მორიგი მიძალება მესამეხაზელმა  ვანო ფუტკარაძემ დაასრულა ლელოთი. რეზო ჯინჭველაშვილმა გარდასახა და ბათუმი 14:6 დააწინაურა.

ჰითმა იგრძნო რა წაგების საფრთხე, სისწრაფეს უმატა და მალე მოლით ლელო გაგვიტანა, რომელიც ვერ გარდასახეს  -11:14. გადამწყვეტი, გამარჯვების ლელო კი, 73-ე წუთზე ხუთმეტრიანი დერეფნიდან მოლის აგორების შემდეგ მესამეხაზელმა გურამ შენგელიამ გაიტანა – 19:11.

სატურნირო მდგომარეობა
1. შავი ლომი 7 ქულა, 2. თელავივ ჰითი – 6, 3. მგლები – 5, 4. ბათუმი – 4