ბაიერნში კორონაა – კაცი, რომელიც აცრაზე უარს ამბობს ინფიცირებულია

11:22 / 25 ნოე 2021
ბაიერნში კორონაა – კაცი, რომელიც აცრაზე უარს ამბობს ინფიცირებულია

ჯოშუა კიმიხს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია Bild-მა გაავრცელა. ცნობილია, რომ ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს და ამჟამად იზოლაციაშია, სადაც დაახლოებით 10 დღე იქნება.

სათქმელია, რომ კიმიხი ბაიერნის იმ 5 ფეხბურთელთაგან ერთ-ერთია, რომელიც აცრაზე უარს ამბობს. ისიც უნდა ითქვას, რომ გერმანელს კორონავირუსი აქამდეც ჰქონდა და 1 კვირის წინ გამოჯანმრთელდა.

კიმიხმა ამ სეზონში 18 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. რაც შეეხება ბაიერნს, გუნდი ბუნდესლიგაში 28 ქულით პირველ ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში კი ადგილი უკვე განაღდებული აქვს.