ბარსელონამ ვალენსია ბოლოს გატეხა – რა შეფასება მიიღო მამარდაშვილმა?

01:04 / 30 ოქტ 2022
ბარსელონამ ვალენსია ბოლოს გატეხა – რა შეფასება მიიღო მამარდაშვილმა?

ლა ლიგის მე-12 ტურში ვალენსიამ ბარსელონას უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. ეს ერთადერთი გოლი 93-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა.

რაც შეეხება გიორგი მამარდაშვილს, მან თავიდან ბოლომდე ითამაშა. გიორგიმ Whoscored.com-ზე 6.3 შეფასება მიიღო. მან 1 სეივი შეასრულა, ერთხელ შეცდა როცა არაზუსტი პასი გააკეთა, თუმცა ამ მომენტს განსაკუთრებული არაფერი მოჰყოლია.

ვალენსია ლა ლიგაში 15 ქულით მე-10 ადგილზეა. გატუზოს გუნდი შემდეგ ტურში სოსიედადს შეხვდება.