ბარსელონამ პირველი მატჩი მოიგო, ზალცბურგმა გაილაღა [ვიდეო]
![ბარსელონამ პირველი მატჩი მოიგო, ზალცბურგმა გაილაღა [ვიდეო]](https://api.leadersport.ge/wp-content/uploads/2021/10/Downloader.la-617065e02a1f0-768x512.jpg)
ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში “ბარსელონა” შინ “დინამო კიევს” უმასპინძლა და 1-0 დაამარცხა. კატალონიელთათვის მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გამაჯრვება იყო. მატჩის ერთადერთი გოლი ჟერარ პიკემ 36-ე წუთზე გაიტანა.
ესპანური გრანდი სამი ქულით ჯგუფში მესამე ადგილზეა, შემდეგ მატჩს ისინი ისევ დინამო კიევის წინააღმდეგ ჩაატარებენ, ამჯერად კიევში.
ავსტრიაში კი ზალცბურგი შინ ვოლფსბურგს დაუხვდა და 3:1 მოუგო. მთელი მატჩი ავსტრიელთა უპირატესობით მიდიოდა, რაც საბოლოოდ ანგარიშშიც აისახა.