ბარსელონა: ოთხნი ტრანსფერზე, მაგრამ…

ბარსელონა: ოთხნი ტრანსფერზე, მაგრამ…
ბარსელონა
პიანიჩი
კოუტინიო

ბარსელონამ 4 ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა: ამის შესახებ სხვადასხვა წყაროები წერენ, მათ შორის ESPN. მაღალხელფასიანებზეა საუბარი…

 

გასაყიდთა სიაში არიან მეკარე ნეტო (6,5 მილიონი ევრო ხელფასი წელიწადში), მცველი სამუელ უმტიტი (16 მილიონი), ნახევარმცველები მირალემ პიანიჩი (16 მილიონი) და კოუტინიო (24 მილიონი).

 

ეს ხელფასები გადასახადების გარეშეა. რეალურად, რაც რიცხვებია, ამხელა თანხას არ იღებენ, თუმცა მაინც ოთხივენი საკმაოდ შემოსავლიანები არიან.

 

ბარსას კი სურს მათი გაყიდვა, მაგრამ გაირკვა, რომ ჯერჯერობით, ბარსასთვის არცერთ კლუბს არ მიუმართავს. დიდი შანსია, განათხოვრებაზე წავიდნენ.