ბასილაშვილის მარცხი პირველივე რაუნდში

ინდიან-უელსში სტარტი აიღო ATP-ის საჩგბურთო სეზონის პირველმა მასტერსმა. სამწუხაროდ, საწყის რაუნდში ნიკოლოზ ბასილაშვილი 5:7 3:6 დამარცხდა პედრო კაჩინთან და ასპარეზობას გამოეთიშა.
შეხვედრის სტარტი ქართველს უკეთესი გამოუვიდა – მესამე გეიმში ადრეული ბრეიკი შეასრულა და მალევე 2 გეიმიანი ჰანდიკაპით დაწინაურდა 3:1.
სეტის მეორე ნახევარში არგენტინელი ჩოგბურთელი “გამოფხიზლდა” – პედრომ ჯერ უკუბრეიკი შეასრულა და წონასწორობა აღადგინა, ხოლო მე-12 გეიმში მეტოქის ჩაწოდება კიდევ ერთხელ მოიგო და მასთან ერთად პარტიაც 7:5.
მეორე სეტში ნიკა მცირე უპირატესობას ფლობდა – მე-5 და მე-7 გეიმებში ქართველმა ჩოგბურთელმა ბრეიკპოინტების რეალიზება ვერ შეძლო.
პედრომ ეს ქართველ მეტოქეს არ აპატია – 3:3-დან ზედიზედ 3 გეიმი მოიგო და მასთან ერთად მატჩიც 7:5 6:3.
შეხვედრა 86 წუთს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში კაჩინის ანგარიშზე 7 ეისი და 3 ბრეიკი იყო. ბასილაშვილმა 5 ეისის წილ 8 ორმაგი შეცდომა დაუშვა და 4 ბრეიკპოინტიდან მხოლო ერთის რეალიზება შეძლო.
პედრო ინდიან უელსის მეორე რაუნდში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ალექსანდრ ზვერევი იქნება.