ბასილაშვილის პირველი მეტოქე ფერნანდო ვერდასკო იქნება

ბასილაშვილის პირველი მეტოქე ფერნანდო ვერდასკო იქნება

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში სტარტი აიღ ATP-ის 250-იანთა კატეგორიის ტურნირმა. Sofia Open-ზე მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი.

null

ტურნირი საკმაოდ წარმომადგენლობითია – პირველი ჩოგანი იტალიელი იანიკ სინერი იქნება, აქვე არიან მისივე თანამემამულეები ლორენცო მუზეტი, ფაბიო ფონინი და ლორენცო სონეგო. ბასილაშვილი სოფიას ტურნირზე მეექვსე ნომრად იქნება განთესილი.

1. იანიკ სინერი

2. პაბლო კარენო ბუსტა

3. გრეგ დიმიტროვი

4. ლორენცო მუზეტი

5. ჰოლგერ რუნე

6. ნიკოლოზ ბასილაშვილი

7. ოსკარ ოტტე

8. ლორენცო სონეგო

null

მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ნიკა განთესილთა შორის მოხვდა, ქართველს მაინც მოუწევს პირველი წრის მატჩის ჩატარება, სადაც მისი მეტოქე ფერნანდო ვერდასკო იქნება.

ბასილაშვილი 38 წლის ესპანელს კარიერაში მეოთხედ დაუპირისპირდება, ურთიერშეხვედრებში ჯერჯერობით ფერნანდო იგებს 2:1

2018 წელი, ბეიჯინგი, 1/8 ფინალი ბასილაშვილი – ვერდასკო 7:6 6:4

2019 წელი, ვენა, 1/16 ფინალი ბასილაშვილი – ვერდასკო 6:4 1:6 2:6

2020 წელი, ავსტრალიის ღია პირველობა, 1/32 ფინალი ბასილაშვილი – ვერდასკო 6:4 6:7 4:6 4:6

null

თუ ქართველმა ჩოგბურთელმა წარმატებით გადალახა ესპანური ბარიერი, მეორე რაუნდში ვუკიჩი/ფონინის შორის გამარჯვებულს შეხვდება, ხოლო 1/4 ფინალში დიდი ალბათობით იანიკ სინერს.

გაცნობებთ, რომ ბასილაშვილი სოფიას ტურნირზე მეოთხედ იასპარეზებს. ნიკას Sofia Open-ზე 3 მოგება და 3 წაგება აქვს, მისი საუკეთესო შედეგი კი 2017 წელს დაფიქსირდა, როდესაც ქართველი 1/2 ფინალში გავიდა (წააგო დიმიტროვთან, მანამდე მოუგო მანარინოს, ტიმს და კლიჟანს).