ბასილაშვილმა და გორგოძემ პირველი ეტაპი მარტივად გადალახეს

ბასილაშვილმა და გორგოძემ პირველი ეტაპი მარტივად გადალახეს

შვეიცარიის დედაქალაქ ჟენევაში სტარტი აიღო ATP-ის 250-იანთა კატეგორიის ტურნირმა. პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი არგენტინელ ფაკუნდო ბაგნის დაუპირისპირდა.

null

შეხვედრის სტარზე, პირველივე გეიმში ნიკამ მესამე მცდელობით მოიგო მეტოქის ჩაწოდება და ბრეიკიანი ჰანდიკაპი მოიპოვა. მალე ბასილაშვილი უკვე 2:0-ს იგებდა, თუმცა არგენტინელი დროულად გამოფხიზლდა – უკუბრეიკი შეასრულა და მეოთხე გეიმში წონასწორობაც აღდგა 2:2.

მე-9 გეიმში საქართველოს პირველი ჩოგანი ისევ გააქტიურდა – მეტოქის ჩაწოდება მეორედ მოიგო და 5:4 დაწინაურდა.

ნიკას აღარანაირი პრობლემა აღარ შექმნია – უპრობლემოდ ჩააწოდა სეტის მოსაგებად 6:4.

არგენტინელს მთელი პირველი სეტის განმავლობაში მცირე ტრავმა აწუხებდა და მეორე პარტიის სტარტზე უარი თქვა მატჩის გაგრძელებაზე.

ბასილაშვილი მეორე რაუნდში გავიდა, სადაც მისი მეტოქე პორტუგალიელი ჟოაო სოუზა იქნება.

null

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში სტარტი აიღო როლან გაროსის საკვალიფიკაციო ეტაპმა. 1/4 ფინალურ ეტაპზე ეკო გორგოძემ ძალიან მარტივად სძლია მასპინძელ ლოის ბოისონს 6:2 6:2.

ეკომ ორივე სეტში 2-2 ბრეიკი შეასრულა და 65 წუთში დაასრულა მატჩი თავის სასარგებლოდ.

კვალიფიკაციის 1/2 ფინალში გორგოძე ბაბელსა და რამეს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ბაბელიც და რამეც საკვალიფიკაციო ეტაპზე ვაილდ ქარდებით მოხვდნენ, წესით საქართველოს პირველ ჩოგანს არ უნდა გაუჭირდეს ამ ბარიერის გავლაც.

null