ბასილაშვილმა რომის მასტერსი გამარჯვებით გახსნა

ბასილაშვილმა რომის მასტერსი გამარჯვებით გახსნა

იტალიის დედაქალაქ რომში სტარტი აიღო ATP-ის მასტერმა. 1000-იანთა კატეგორიის ტურნირზე პირველი წრიდან ჩაერთო სათამაშოდ ნიკოლოზ ბასილაშვილი. ქართველმა ჩოგბურთელმა 7:6 6:2 სძლია დენი ევანსს და მეორე რაუნდის საგზური მოიპოვა.

ნიკას შეხვედრის სტარტი საკმაოდ რთული გამოუვიდა – პირველი ჩაწოდების პროცენტი საკმაოდ დაბალი იყო, რაც ბრიტანელს საშუალებას აძლევდა რეგულარულად მისულიყო ბრეიკპოინტებამდე. ევანსმა 7 ნათამაშები გეიმის შემდეგ 5:2 წაიყვანა და თითქოს სეტიც მოგებული ქონდა, თუმცა სწორედ აქ “გამოიღვიძა” ბასილაშვილმა – ქართველმა შენიშნა, რომ მეტოქეს საკმაოდ სუსტი მარცხენა ხელი ქონდა და შეტევები ძირითადად ბექჰენდზე მიმართა.

null

არჩეულმა ტაქტიკამ გაამართლა – ნიკოლოზმა ზედიზედ 3 გეიმი მოიგო და ანგარიშიც გაათანაბრა 5:5. პირველი სეტის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა, სადაც ბასილაშვილმა მორიგი “სურპრიზი” შესთავაზა მეტოქეს – ქართველი ბექჰენდზე აწვდიდა ბურთს და შემდეგ ბადესთან გარბოდა. დენი სრულიად დაიბნა და “საჩოგბურთო ლატარეა” 2:7 წააგო.

მეორე სეტის სტარტზე ბასილაშვილის დომინაცია გაგრძელდა – ადრეული ბრეიკი შეასრულა და მალევე 3:0 დაწინაურდა. ბრიტანელმა ერთ მომენტში იაფერისტა – ნიკას მიერ აშკარად კორტის ფარგლებში ჩაგდებული ბურთი ჩუმად გადაშალა,კოშკურიდან ჩამოსულ არბიტრს კი სხვა ნაკვალევი უჩვენა. მსაჯი შეცდა და ქულა ევანსს ჩაუთვალა, რამაც ქართველის გაღიზიანება გამოიწვია.

გაბრაზებულმა ნიკამ მე-8 გეიმში კიდევ ერთხელ მოუგო მეტოქეს ჩაწოდება და მასთან ერთად მატჩიც სათავისოდ დაასრულა 7:6 6:2.

null

მატჩი 1 საათსა და 46 წუთს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში ნიკას ანგარიშზე 2 ეისი, 5 ორმაგი შეცდომა და 4 ბრეიკი იყო. ბრიტანელმა ჩოგბურთელმა თავისმხრივ 7 ეისის წილ 1 ორმაგი შეცდომა დაუშვა და ორჯერ აიღო მეტოქის ჩაწოდება.

ნიკოლოზი მთელი შეხვედრის განმავლობაში პირველ ნომრად თამაშობდა – საკუთარი აქტიური ქმედების შედეგად 35 ქულა მოიგო, მაშინ როდესაც დენის მხოლოდ 12 ვინერსი ქონდა.

ამ ჩოგბურთელთა ურთიერთშეხვედრათა ისტორიაში ანგარიში 1:1 გახდა.

რომის მასტერსის მეორე წრეში ბასილაშვილი კანადელ დენის შაპოვალოვს შეხვდება(ნიკას ორიდან 2 მატჩი აქვს მოგებული დენისთან).