ბაუტისტა აგუტის მე-11 ტიტული

ბაუტისტა აგუტის მე-11 ტიტული

ავსტრიის ქალაქ კიცბუელში დასრულდა ATP-ის 250-იანთა კატეგორიის ტურნირი. ფინალურ შეხვედრაში რობერტო ბაუტისტა აგუტმა 6:2 6:2 სძლია ფილიპ მიზოლიჩს და კარიერაში მე-11 ტიტული მოიპოვა.

მატჩი 94 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში ესპანელი დომინირებდა კორტზე. რობერტომ ორივე სეტში ორ-ორი ბრეიკი შეასრულა და გეიმი საკუთარ ჩაწოდებაზე არცერთხელ არ დაუკარგავს.

ბაუტისტა აგუტის ანგარიშზე ასევე გახლდათ 1 ეისი და 1 ორმაგი შეცდომა, მისმა მეტოქემ კი მატჩი ეისის გარეშე დაასრულა და ერთხელ დაუშვა ორმაგი შეცდომა.

null

2014 წლის შემდეგ არ მქონდა თიხის საფარზე მოგებული ტურნირი და ეს დანავსული სერიაც დავამთავრე. ჩემთვის დღევანდელი გამარჯვება განსაკუთრებულია.თიხის საფარზე საკმაოდ კარგად ვიასპარეზე და დავიმსახურე ტიტული.

მომეწონა ის სცენარი, თუ როგორ მიმდინარეობდა ფინალური შეხვედრა. თავიდანვე ფავორიტად ვიყავი მიჩნეული და გაცემული ავანსები გავამართლე, რაც მთავარია გავიძელი შინაგან მღელვარებას. ფილიპის დამარცხება ესე მარტივი ნამდვილად არ ყოფილა, რადგან მან ფინალისკენ მიმავალ გზაზე არაერთი ძლიერი ჩოგბურთელი დაამარცხა” – განაცხადა რობერტომ მოგებული ფინალის შემდეგ.

მიუხედავად კიცბუელში მოგებული ტიტულისა, ATP-ის რეიტინგში ესპანელი 1 პოზიციას დაკარგავს და მეოცე საფეხურამდე ჩამოქვეითდება (1600 ქულა).