ბელა ესმერალდა

18:47 / 9 მაი 2022
ბელა ესმერალდა

მანჩესტერ იუნაიტედის ვარსკვლავის კრიშტიანუ რონალდუს მეორე ნახევარმა ჯორჯინა როდრიგესმა ინსტაგრამში ახალშობილი ტყუპისცალი გოგნას ფოტოები გამოაქვეყნა და სახელიც გაამხილა – ბელა ესმერალდა. პოსტმა ნახევარ საათში მილიონზე მეტი მოწონება მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ჯორჯინამ 18 აპრილს იმშობიარა ტყუპებზე, ბიჭი ტყუპისცალი გარდაიცვალა, გოგონა კი თავს მშვენივრად გრძნობს, სახელიც დაარქვეს და სახლშიც დიდი მხიარულება შეიტანა.

Georgina Rodriguez and Cristiano Ronaldo have revealed their baby daughter's name.

კრიშტიანუს ბელას გარდა კიდევ ოთხი შვილი ჰყავს, ამათგან ერთი – 4 წლის ალანა ჯორჯინასგან, სამი კი 11 წლის კრიშტიანუ უმცროსი, 5 წლის ტყუპები ევა და მატეო სხვა, სუროგატი დედებისგან, რომელთა ვინაობა არ საჯაროვდება.