ბერეტინიმ ლონდონის ტურნირი მოიგო

ბერეტინიმ ლონდონის ტურნირი მოიგო

მსოფლიო რეიტინგის მე-10 ჩოგანმა მატეო ბერეტინიმ ქვინს კლაბის ტურნირის ფინალში 7:5 6:4 სძლია სერბ ფილიპ კრაინოვიჩს და უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში მეორე ტიტული მოიგო.

შეხვედრის სტარტზე იტალიელი დომინირებდა – საკუთარ ჩაწოდებაზე გეიმებს იოლად იგებდა, ხოლო მეტოქისაზე სტაბილურად მიდიოდა ბრეიკპოინტებამდე. პირველ და მესამე გეიმებში მატეო ჯამში 4 ბრეიკპოინტი გამოიმუშავა, თუმცა მათი რეალიზება ვერ შეძლო, სამაგიეროდ მეხუთე გეიმში პირველივე შანსი გამოიყენა და ბრეიკით გავიდა წინ 3:2.

null

ფილიპი დროულად გამოფხიზლდა – სერბმა მომდევნო გეიმში უკუბრეიკი “გაახერხა” და წონასწორობა აღადგინა 3:3. თითქოს ყველაფერი ტაიბრეიკისკენ მიდიოდა, თუმცა 5:5-ზე ბერეტინიმ კიდევ ერთხელ შეძლო მეტოქის ჩაწოდების მოგება და შემდეგ მარტივად “დახურა” სეტი თავის სასარგებლოდ 7:5.

მეორე პარტიაში იტალიელმა ბევრად მარტივად მოაგვარა პრობლემები – მე-5 გეიმში შეასრულა გადამწყვეტი ბრეიკი, საკუთარ ჩაწოდებაზე სერბი ბრეიკპოინტამდეც აღარ მიუშვა და დამსახურებული გამარჯვება იზეიმა 7:5 6:4.

მატეომ უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში 2 ტიტული მოიგო (გასულ კვირას შტუტგარტის ტურნირი მოიგო), თუმცა რეიტინგის ტოპ 10-დან მაინც გავარდა და ამჟამად მსოფლიოს მე-11 ჩოგანია.

ბერეტინიმ კარიერაში მეშვიდე ტიტული მოიგო, აქედან მეოთხე ბალახის საფარზე.

იტალიელმა ქვინზ კლაბზე შარშან მოგებული ტიტული წარმატებით დაიცვა.