ბექა გორგაძე და ვასილ ლობჟანიძე ოცნების გუნდში

15:24 / 5 იან 2022
ბექა გორგაძე და ვასილ ლობჟანიძე ოცნების გუნდში

ფრანგულმა ყოველდღიურმა სარაგბო გაზეთმა მიდი ოლიმპიკმა ქვეყნის ჩემპიონატის მე-14 ტურს ოცნების გუნდი დაასახელა. მასში საქართველოს ნაკრების ორი მორაგბე, “ბრივის” ცხრა ნომერი ვასილ ლობჟანიძე და “პოს” მესამეხაზელი ბექა გორგაძე მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ “პომ” მე-14 ტურში შინ სწორედ “ბრივი” დაამარცხა – 43:20. მიუხედავად იმისა, რომ ბრიველები დამარცხდნენ ლობჟანიძე გუნდში საუკეთესო იყო. მან ერთი ლელო გატანა და ერთნაირად შესანიშნავი იყო როგორც შეტევაში, ისე დაცვაში თამაშისას.

“პოს” გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა ბექა გორგაძემ. მან მეტოქე თერთმეტჯერ შებოჭა და ამდენჯერვე წინ წაიღო ბურთი.