ბექზს უთხრეს, ლეკლერი აიყვანეო

18:42 / 9 მაი 2022
ბექზს უთხრეს, ლეკლერი აიყვანეო

კვირას, ფორმულა 1-ის მაიამის გრან პრის ეტაპი გაიმართა, რომელიც ბელგიელ-ნიდერლანდელმა ავტომრბოლელმა, მაქს ვერსტაპენმა მოიგო. მეორე ადგილზე კი მონაკოელი შარლ ლეკლერი გავიდა.

თუმცა, ლეკლერი ამჯერად სხვა რამით უფრო გამოირჩა. რბოლამდე ინგლისის ნაკრებისა და მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდარულ ნახევარმცველს, დევიდ ბექემს, ბურთის კენწვლაში გაეჯიბრა.

ჯერ ბექემმა აჩვენა დამსწრეთ, რომ საფეხბურთო უნარები ჯერაც არ დავიწყებია. შემდეგ კი ლეკლერმა სცადა ბურთაობა და იმდენად კარგად გამოუვიდა, დამსწრეებმა ბექემს ხუმრობით ავტომრბოლელის ინტერ მაიამიში აყვანა ურჩიეს.

He played against Ferrari driver Charles Leclerc