ბიზნესმენი ჯი

ლივერპულის ლეგენდარულმა კაპიტანმა, ამჟამად კი ასტონ ვილას მთავარმა მწვრთნელმა, 41 წლის სტივენ ჯერარდმა „საქმეში ფული ჩადო.“ მან 1 მილიონგირვანქიანი ინვესტიცია განახორციელა ჯანმრთელი წყლის მწარმოებელ კომპანია Angel Revive-ში.
კომპანია ნატურალურ წყაროს წყალს ყიდის ლანკაშირის ერთ-ერთი სოფლიდან.
მიზეზი? ეს კომპანია სტივის მეგობრის ყოფილა და ბოლო დროს ფინანსური პრობლემები მოძალებია. სტივი რის სტივია, მეგობარს არ დახმარებოდა.