ბითაძის უხვი მოსავალი „მინესოტასთან“

ბითაძის უხვი მოსავალი „მინესოტასთან“

სატრანსფერო „დედლაინზე“ განხორციელებული გაცვლების შედეგად გოგა ბითაძე „ინდიანას“ ძირითადი ხუთეულის კალათბურთელი გახდა. ქართველი ცენტრი ბოძებულ შანსს მშვენივრად იყენებს და მან ეს „მინესოტასთან“ გამართულ მატჩშიც დაამტკიცა – 19 წუთში 7 ქულა (4-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 3 მოხსნა, 3 პასი და 2 დაფარება ქონდა.

შეხვედრის სტარტი მასპინძელ „ინდიანას“ უკეთესი გამოუვიდა – ბითაძის და ჰალიბარტონის კარგი ასპარეზობის ფონზე საწყისი მეოთხედი 37-33 მოიგო.

null

მეორე პერიოდის სტარტზე მალიკ ბისლის ზუსტმა სამქულიანმა საფუძველი დაუდო „მინესოტას“ 13-0 გაქცევას, მალე სტუმრები უკვე 56-44 იგებდნენ.

შესანიშნავად თამაშობდა ენტონი ედვარდსი, რომელმაც 20 წლის და 192 დღის ასაკში კარიერული 2500-ე ქულა ჩააგდო და ამ მაჩვენებლით მხოლოდ ისეთ კალათბურთელებს ჩამორჩება როგორებიც ლებრონ ჯეიმსი, კევინ დურანტი და დევინ ბუკერი არიან.

ედვარდსის აგრესიული ასპარეზობის ფონზე მესამე მეოთხეში „თიმბერვულვზის“ ჰანდიკაპმა +18 მიაღწია.

null

„ინდიანამ“ გაიბრძოლა – ოში ბრისეტმა(კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი -22 ქულა) საკუთარ თავზე აიღო ლიდერობა და მეტოქესთან ჩამორჩენა 2 ქულამდე შეკვეცა 94-96, თუმცა მასპინძლებს მეტზე ძალა აღარ ეყოთ – კარლ ენტონი თაუნსმა, დანჯელო რასელმა და პატ ბევერლიმ 8-2 გაქცევა მოაწყვეს და ამის შემდეგ „უკან აღარც მოუხედავთ“.

საბოლოოდ 129-120 – „მინესოტას“ დამსახურებული გამარჯვება.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე „თიმბერვულვზის“ მსუბუქი ფორვარდი ენტონი ედვარდსი გახდა, რომლის ანგარიშზეც 37 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი, 4 ჩაჭრა და 1 დაფარება იყო.

მორიგი ორმაგი დუბლი ქონდა კარლ ენტონი თაუნსს – 15 ქულა, 13 მოხსნა. საკუთარი გუნდის წარმატებაში 23 ქულიანი წვლილი შეიტანა დანჯელო რასელმაც.

null

„ინდიანას“ რიგებში 22 ქულა დააგროვა ჰალიბარტონმა. 21 წლის გამთამაშებელს 16 პასი და 5 მოხსნაც გააჩნდა. 22 ქულა ჩააგდო ბრისეტმა, 21 – შეცვლაზე შემოსულმა ლენს სტივენსონმა.

„პეისერზმა“ მიმდინარე სეზონში 39-ე მატჩი წააგო და აღმოსავლეთში მე-13 ადგილზე იმყოფება. „მინესოტამ“ 30-ე მატჩი მოიგო და დასავლეთის ცხრილში მე-7 საფეხურამდე აღზევდა.