ბლაგოია მილევსკი: ამ მომენტისთვის ჯგუფის მოგების შანსი მაინც გვაქვს  

19:25 / 22 სექ 2022
ბლაგოია მილევსკი: ამ მომენტისთვის ჯგუფის მოგების შანსი მაინც გვაქვს  

ერთა ლიგის მე-5 ტურში საქართველოს ნაკრები ჩრდ. მაკედონიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. მატჩის წინა დღეს პრესკონფერენციაზე სტუმართა მწვრთნელმა ბლაგოია მილევსკიმ და ეზგან ალიოვსკიმ ისაუბრეს.

ბლაგოია მილევსკი: “ჩემი როგორც მწვრთნელის ყურადღება ჩემს გუნდზეა. ჩემი გადმოსახედიდან ყოველთვის სწორედ გუნდია მნიშვნელოვანი, მიუხედავად იმისა, რომ გამორჩეული მოთმაშეებიც არიან. ასეთია კვარაცხელია. მთავარი სწორედ გუნდი და არა ინდივიდუალური მოთამაშეებია. 

2020 წელსაც და წინა მუნდიალის საკვალიფიკაციო ციკლშიც კარგად გამოვედით. ერთა ლიგის ეს ციკლი ცუდად დავიწყეთ, რადგან რთულ სიტუაციაში აღმოვჩდნით. გუნდის განახლება ახლაც მიმდინარეობს. ამ მომენტისთვის ჯგუფის მოგების შანსი მაინც გვაქვს. ხვალ მაქსიმუმს გავაკეთებთ თამაშის მოსაგებად.   

ეზგან ალიოვსკი: “ეს სტადიონი ძალიან კარგად მახსოვს. აქ ოცნებები ავისრულეთ. ახლა სულ სხვა სიტუაციაა. ველით, რომ ატმოსფერო კარგი იქნება, თუმცა ჩვენი დავალება ამითი არ იცვლება. სკოპიეში მარცხი ჩვენთვის მტკივნეული იყო. ახლა თბილისში უნდა დავამტკიცოთ, რომ ბევრად მეტი შეგვიძლია.