ბლაგოია მილევსკი: ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ, თუმცა არ გაგვიმართლა

23:03 / 23 სექ 2022
ბლაგოია მილევსკი: ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ, თუმცა არ გაგვიმართლა

ერთა ლიგის მე-5 ტურში საქართველოს ნაკრებმა ჩრდ. მაკედონიის ეროვნული გუნდი 2:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე სტუმართა მწვრთნელმა ბლაგოია მილევსკიმ ისაუბრა.

„თამაშის გეგმა კარგად გვქონდა დამუშავებული, აგრესიუალდ დავიწყეთ, მაგრამ ყველაფერი მეტოქის ინდივიდუალურმა თამაშმა გადაწყვიტა. საქართველოს ნაკრებს დღევანდელ მოგებას ვულოცავ. ჩვენ უპირატესობას ვფლობდით, მაგრამ რამდენიმე ეპიზოდში კონცენტრაცია დავკარგეთ და ეს ძვირად დაგვიჯდა. დღევანდელი მარცხით პირველ ადგილზე გასვლის შანსი დავკარგეთ, თუმცა ამ მატჩამდე ბევრი პრობლემა გვქონდა, იყო საკადრო პრობლემებიც.

ორი წლის წინ ჩვენი ფეხბურთელები აქ რას აკეთებდნენ, ამაზე ვერ ვისაუბრებ. მე იმ მოვლენებთან არანაირი კავშირი არ ამქვს. ამიტომ ვერ ვხედავ აუცილებლობას, ამაზე კომენტარი გავაკეთო.

როდესაც საქართველოს კლასის გუნდს ეთამაშები, თავდაჯერება გვჭირდება. ზოგადად მე კმაყოფილი ვარ გუნდის თამაშით, მაგრამ დღეს არ გაგვიმართლა. რაც შეეხება მსაჯობას, ზოგადად, დღეს მათი გადაწყვეტილებებით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ ამაზე არც ახლა და არც მომავალში კომენტარს არ გავაკეთებ“ – განაცხადა ჩრდ. მაკედონიელთა მწვრთნელმა.