ბოდიში მესის!.. ბარსელონა ისევ რეალურია?

ბოდიში მესის!.. ბარსელონა ისევ რეალურია?

ლეო მესიმ და ჟოან ლაპორტამ ისაუბრეს. ლაპორტამ დაურეკა, ბოდიში მოუხადა ძველ გამონათქვამებზე და მესიმ თავის მხრივ არ გამორიცხა, რომ ბარსელონაში დაბრუნდეს.

ამის შესახებ ესპანური და არგენტინული საიტები წერენ. El Clasico TV-ის ჟურნალისტმა, არგენტინელმა სერხიო გონსალესმა ეთერში თქვა, რომ ინფორმაცია მესის უახლოესი წრიდან აქვს. ლაპორტამ ლეოზე რამდენჯერმე განაცხადა, ბარსაში დარჩენა შეეძლოო, რაც მსოფლიოს 7-გზის საუკეთესო ფეხბურთელს არ მოსწონდა და პრეზიდენტს მოუწოდა – საერთოდ ნუ მახსენებო…

ახლა კი ისაუბრეს და როგორც გაირკვა, ინიციატორი ჩავი ყოფილა.

მესიმ ლაპორტას აცნობა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ფიქრობს, მერე კი განიხილავს ბარსაში დაბრუნებას. რამდენად რეალურია, ეს გამოჩნდება.