ბორჯღალოსნების კაპიტანი შავ ლომსაც უკაპიტნებს

06:40 / 22 ივლ 2021
ბორჯღალოსნების კაპიტანი შავ ლომსაც უკაპიტნებს

ქართული ფრანჩაიზი შავი ლომი, რომელიც სექტემბრიდან რაგბი ევროპის სუპერ თასის გათამაშებაში ჩაერთვება, გუნდის მოთამაშეების წარდგენას განაგრძობს.

ცხრა ნომრის პოზიციაზე ფრანჩაიზთან კონტრაქტი გააფრომეს თენგიზ პერანიძემ (ლელო) და გიორგი ბეგაძემ (ყოჩები). მგეზავები კი, გიორგი ბაბუნაშვილი (აია) და დავით მოძღვრიშვილი (აკადემია) იქნებიან.

დასახელდა ოთხი შუამარბის ვინაობა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი მერაბ შარიქაძე, სავარაუდოდ, შავ ლომსაც უკაპიტნებს. გუნდთან ხელშეკრულება გააფორმეს ასევე დემე თაფლაძემ (ლელო), ლაშა ლომიძემ (აია) და გურამ ქანდაურაშვილმა (ბათუმი).

 

შავი ლომის დღეისთვის:

პირველი ხაზი: მიხელ ორაგველიძე, გოგა ქადარია, ნიკოლოზ ხატიაშვილი, შალვა მამუკაშვილი, გიორგი ხუროშვილი, თენგიზ ზამთარაძე, დავით ლაზვიაშვილი, გიორგი პერტაია, ნიკა პატარაია,

მეორე ხაზი: ლაშა ჯაიანი, დავით გიგაური, ნოდარ ჭეიშვილი, მიხეილ ბაბუნაშვილი, იოსებ გუშარაშვილი

მესამე ხაზი: გიორგი თხილიშვილი, ნიკო აფციაური, სანდრო მამამთავრიშვილი, თორნიკე აქუბარდია, ლუკა ივანიშვილი

N:9: გიორგი ბეგაძე, თენგიზ პერანიძე

N:10: გიორგი ბაბუნაშვილი, დავით მოძღვრიშვილი

N:12-13: მერაბ შარიქაძე, დემე თაფლაძე, ლაშა ლომიძე, გურამ ქანდაურაშვილი.