ბორჯღალოსნები რეიტინგში დაწინაურდნენ

20:39 / 21 ნოე 2022
ბორჯღალოსნები რეიტინგში დაწინაურდნენ

საქართველოს ნაკრებმა უელსთან 13:12 გამარჯვების შემდეგ რეიტინგში ორი ქულა მიითვალა და ერთი საფეხურით დაწინაურდა. ბორჯღალოსნებს ახლა 75,19 ქულა აქვთ და მე-13 ადგილზე გადავიდნენ. ჩვენმა გუნდმა ფიჯის ნაკრებს გაუსწრო.

ორი ქულა დააკლდა და ორი საფეხურით დაქვეითდა უელსის ნაკრები. წითელი ურჩხულები ახლა მსოფლიოს რეიტინგში მე-9 ადგილზე არან. 2022 წელი კი, პირველ ადგილზე ირლანდიამ დაასრულა 90.63 ქულით.

მსოფლიო რეიტინგი
1.ირლანდია 90.63, 2. საფრანგეთი 90.01, 3. ახალი ზელანდია 88.98, 4. სამხრეთ აფრიკა 88.01, 5. ინგლისი 84.62, 6. შოტლანდია 81.55, 7. არგენტინა 80.72, 8. ავსტრალია 80.64, 9. უელსი 79.26, 10. იაპონია 77.39, 11. სამოა 76.03, 12. იტალია 75.95, 13. საქართველო 75.19, 14. ფიჯი 74.84. 15. ტონგა 71.21. 16. ესპანეთი 67.17. 17. ურუგვაი 66.24, 18. პორტუგალია 65.97. 19. აშშ 65.92. 20. რუმინეთი 64.79.