ბორჯღალოსნები VS ოლ ბლექსი თბილისში? ეს რეალურია

18:44 / 23 ნოე 2022
ბორჯღალოსნები VS ოლ ბლექსი თბილისში? ეს რეალურია

იტალიური სარაგბო ვებ გვერდის onrugby.it ცნობით საქართველოს რაგბის კავშირი მუშაობს რათა 2023 წლის მსოფლიოს თასის წინ, ეგრეთწოდებულ გასახურებელ მატჩში ახალი ზელანდიის ნაკრებს ეთამაშოს.

ვებ გვერდი წერს, რომ ქართული რაგბის მესვეურები ცდილობენ იტალიისა და უელსის ნაკრებებთან გამარჯვებით მაღალი დონის გუნდებთან უფრო მეტი მატჩების გამართვა დაიბევონ, რათა განვითარდნენ და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩინება სცადონ ექვსი ერისკენ მიმავალ გზაზე.

თუ გავითვალისწინებთ, რომ მსოფლიოს თასის დაწყებამდე მონაწილე გუნდები ერთმანეთში გასახურებელ მატჩებს თამაშობენ და, იმასაც, რომ მსოფლიოს თასი საფრანგეთში, ანუ ევროპაში იმართება, ახალი ზელანდიის ნაკრებთან მატჩის გამართვა სულაც არ არის უშანსო პერსპექტივა. რადგან, ოლ ბლქსი მზადების შესაბამის ეტაპზე უკვე ევროპაში იქნება. თუ მახარეები შეთანხმდნენ, საკითხავი ისღა იქნება, სად გაიმართება მატჩი, თბილისში თუ საფრანგეთში?