ბოსტონმა ბრუკლინი უკანასკნელ წამზე დაამარცხა

ბოსტონმა ბრუკლინი უკანასკნელ წამზე დაამარცხა

“ბოსტონმა” NBA-ს რეგულარული სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა, თუმცა წილისყრაში მაინც ძალიან არ გაუმართლა – პლეიოფის პირველივე რაუნდში პლეი ინის გამარჯვებული “ბრუკლინი” შეხვდა, რომლის რიგებშიც ისეთი სუპერ ვარსკვლავები ასპარეზობენ, როგორებიც კაირი ირვინგი და კევინ დურანტი არიან.

ეს გუნდები შარშანაც პლეიოფის პირველ რაუნდში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და მაშინ “ნეთსმა” 4:1 იმარჯვა…

null

2022 წლის სერია უდრამატულესი მატჩით გაიხსნა – “სელტიქსი” საკუთარ არენაზე მასპინძლობდა “ბრუკლინს”.

შეხვედრის პირველმა ტაიმმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა – “ბოსტონი” გუნდური და კომბინაციური კალათბურთით ცდილობდა “ფონს გასვლას”, ხოლო “ნეთსი” დურანტ-ირვინგის დუეტის ინდივიდუალიზმით.

მესამე მეოთხედში “კელტებმა” ჯეისონ ტეიტუმის და მარკუს სმარტის ბრწყინვალე ასპარეზობის ფონზე დიდი გაქცევა მოაწყვეს და 15 ქულიანი სხვაობით გალიდერდნენ 84-69.

null

“ბრუკლინი” დროულად გამოფხიზლდა – კევინმა და კაირიმ ერთმანეთის მიყოლებით ჩაყარეს სამქულიანები და მეოთხე მეოთხედის შუაწელში უკვე სტუმრები გალიდერდნენ 5 ქულით 107-102.

შეხვედრის უკანასკნელ წამებზე “ნეთსი” 114-113 იგებდა, როდესაც მარკუს სმარტმა ცრუმოძრაობით ერთბაშად ორი კალათბურთელი “მოტეხა”, მშვენიერი პასი გაუკეთა სამ წამიან ზონაში შევარდნილ ტეიტუმს, რომელმაც თავისმხრივ იდეალური ტრიალით ჩამოიცილა კაირი ირვინგი და საფინალო სირენასთან ერთად გამარჯვების მომტანი ორქულიანი ჩააგდო 115-114  “ბოსტონის” დამსახურებული გამარჯვება.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ჯეისონ ტეიტუმი გახდა, რომლის ანგარიშზეც 31 ქულა, 8 პასი და 4 მოხსნა იყო. 23 ქულა ჩააგდო ჯეილენ ბრაუნმა, 20-20 ქულიანი წვლილი შეიტანეს “სელტიქსის” გამარჯვებაში მარკუს სმარტმა და “ბებერმა” ელ ჰორფორდმა.

“ბრუკლინის” რიგებში გამორჩეული კაირი ირვინგი გახლდათ 39 ქულით. დურანტმა შეხვედრა 23 ქულით დაასრულა, თუმცა ამისათვის 24 სროლა დასჭირდა. სათადარიგოთა სკამიდან შემოსულმა დრაგიჩ-კლექსტონის დუეტმა ჯამში 27 ქულა მოუტანა სტუმრებს.

საპლეიოფო სერიაში ანგარიში 1-0 გახდა “ბოსტონის” სასარგებლოდ. მომდევნო შეხვედრა ისევ “სელტიქსის” TD GARDEN-ში გაიმართება 22 აპრილს.

null

დღეს დაფიქსირებული სხვა შედეგები

მაიამი – ატლანტა 115-90 (მაიამი იგებს სერიას 1-0)

მილუოკი – ჩიკაგო 93-86 (მილუოკი იგებს სერიას 1-0)

ფინიქსი – ნიუ ორლეანი 110-99 (ფინიქსი იგებს სერიას 1-0)