“ბოსტონმა” “მილუოკის” მოედნის უპირატესობა წაართვა

“ბოსტონმა” “მილუოკის” მოედნის უპირატესობა წაართვა

NBA-ში გრძელდება პლეიოფი. აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში “ბოსტონმა” ალ ჰორფორდის 30 ქულის წყალობით, სტუმრად 116-108 დაამარცხა “მილუოკი” და სერიაში ანგარიში გაათანაბრა 2-2.

მატჩის წინ “სელტიქსს” სერიოზული პრობლემა შეექმნა – ტრავმის გამო დაკარგა ძირითადი ცენტრი – რობერტ უილიამსი, მისი ჩანაცვლება კი მოგვარე გრანტით მოხერხდა. სტუმრებს საკმაოდ დაბალი, თუმცა მობილური სასტარტო ხუთეული გამოუვიდათ, რამაც საბოლოო ჯამში გაამართლა.

პირველივე წუთებიდანვე მასპინძლები დომინირებდნენ – იანის ანტეტენკუმპო თავისი აგრესიული სათამაშო სტილით ატერორებდა მეტოქის სამწამიან ზონას. საწყისი მეოთხედი “ბაქსმა” 25-18 მოიგო, მეორე პერიოდში კი უკვე “ბოსტონმა” გამოიღვიძა – ჯეისონ ტეიტუმის ზუსტი სროლების შედეგად სტუმრები მეტოქეს ანგარიშში მიუახლოვდნენ 47:48.

null

ერთ მომენტში იანისმა ისევ “გაგლიჯა” მეტოქის დაცვა და ბურთი “თავზე გადაატენა” ვეტერან ალ ჰორფორდს. ბერძენმა სლემ დანქის შემდეგ დამაცირებელი სიტყვები მიაძახა დომინიკელ ცენტრს, რისთვისაც მსაჯებმა იგი ტექნიკური ჯარიმით დასაჯეს, ჰორფორდმა კი შურისძიება მეოთხე მეოთხედში დაგეგმა…

აბსოლიტურად თანაბარ ბრძოლაში გაილია მესამე პერიოდი – ვერცერთი გუნდი ვერ ახერხებდა დიდი სხვაობით წინ გასვლას.ჯრუ ჰოლიდეის და ბრუკ ლოპესის საშუალო დისტანციიდან ჩაგდებული ბურთების წყალობით მასპინძლები უკანასკნელ 12 წუთეულს 7 ქულიანი ჰანდიკაპით შეხვდნენ.

მეოთხე მეოთხედში “ბოსტონი” ვულკანივით “ამოიფრქვა”(მეოთხე პერიოდი მოიგო 43-28) – ჯეისონ ტეიტუმმა სტაბილურად დაიწყო ქულების დაგროვება, ხოლო “ბიგ ელი” პერიმეტრიდან ბომბავდა მეტოქის კალათს. “სელტიქსმა” 10-0 გაქცევა მოაწყო და ანგარიშიც გაათანაბრა – ჰორფორდმა მარჯვენა ფლანგიდან შეაღწია სამწამიან ზონაში, ბურთი თავზე გადაატენა იანისს და თან ბერძენს სახეში იდაყვიც “გლიჯა”. 2 ქულა ჩაითვალა, თუმცა დომინიკელს ტექნიკური მისცეს – შურისძიება შედგა

სტუმრებმა ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვეს და ეს ჰანდიკაპი ხელიდან აღარც გაუშვიათ – “ბოსტონმა” 14-2 გაქცევა წამოიწყო(ჰორფორდი 6 ქულა, ტეიტუმი 8) და ძირითადი დროის დასრულებამდე 3:33 წუთით ადრე 106-96 დაწინაურდა. დარჩენილ მცირე დროში “სელტიქსმა” უპრობლემოდ შეინარჩუნა ეს ჰანდიკაპი და დამსახურებული გამარჯვება იზეიმა 116-108.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე “ბოსტონის” 35 წლის ცენტრი ელ ჰორფორდი გახდა. დომინიკელმა კალათბურთელმა პლეიოფში, კარიერის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა – 30 ქულა. ასევე 30 ქულა ქონდა “სელტიქსის” ლიდერ ჯეისონ ტეიტუმს.

“მილუოკის” რიგებში მორიგი სოლიდური მატჩი ჩაატარა იანის ანტეტენკუმპომ. ბერძენმა სოლიდური ორმაგი დუბლი შეასრულა – 34 ქულა, 18 მოხსნა, 5 პასი, თუმცა მხოლოდ მისი თამაში არ გამოდგა საკმარისი თამაშის გადასარჩენად.

კატასტროფული შეხვედრა ქონდა ჯრუ ჰოლიდეის, რომელმაც 22 სროლიდან მხოლოდ 5 გამოიყენა და მნიშვნელოვნად განაპირობა საკუთარი გუნდის მარცხი.

საპლეიოფო სერიაში ანგარიში 2-2 გახდა.

“ბოსტონმა” დაიბრუნა საკუთარი მოედნის უპირატესობა.

მომდევნო შეხვედრა უკვე ბოსტონის “TD GARDEN”-ში გაიმართება.