“ბოსტონმა” რობერტ უილიამსი 6 კვირით დაკარგა

“ბოსტონმა” რობერტ უილიამსი 6 კვირით დაკარგა

18 ოქტომბერს სტარტს აიღებს NBA-ს ახალი სეზონი. რეგულარული გათამაშებისთვის ემზადება აღმოსავლეთ კონფერენციის ჩემპიონი “ბოსტონი”. “სელტიქსის” რიგებში რამდენიმე ცვლილებაა – ვარჯიშზე მარცხენა მუხლის ტრავმა მიიღო რობერტ უილიამსმა, რომელსაც უახლოეს დღეებში ოპერაციას გაუკეთებენ და დაახლოებით 4-6 კვირა გაუცდება.

null

შეგახსენებთ, რომ მარტში რობერტმა მენისკის ტრავმა მიიღო, მინი – ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც 7 საპლეიოფო მატჩის გამოტოვება მოუწია და პარკეტზე დაბრუნდა.

“პოსტსეზონი” უილიამსმა ტკივილების ფონზე ჩაამთავრა, თუმცა “ბოსტონის” სამედიცინო შტაბმა განმეორებით ოპერაცია საჭიროდ აღარ მიიჩნია. როგორც ჩანს მედიკოსები შეცდნენ – რობერტს ქირიურგიული დახმარება ისევ სჭირდება.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე “სელტქსი” სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურდა. ედრიან ვოინაროვსკის ინფორმაციით “ბოსტონმა” ინტერესი გამოხატა დუვაიტ ჰოვარდის დამატებაზე. “სუპერ მენი” ამჟამად თავისუფალი აგენტია და მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. თუ ჰოვარდთან შეთანხმება არ გამოვიდა, სათადარიგო ვარიანტად ლამარკუს ოლდრიჯის დამატება განიხილება.

null

The Athletic-ის ინსაიდერ შემს ჩარანიას ინფორმაციით “ბოსტონმა” საკუთარი რიგებიდან გარიცხა მსუბუქი ფორვარდის პოზიციაზე მოასპარეზე ბრუნო კაბოკლო.

ბრაზილიელს NBA-ს მატჩში მონაწილეობა 2020 წლის შემდეგ აღარ მიუღია. 2020/21 წლების სეზონში ბრუნომ “ჰიუსტონის” რიგებში 6 მატჩში ჩაატარა და საშუალოდ 2,8 ქულას+2,3 მოხსნას აგროვებდა.

შეგახსენებთ, რომ კაბოკლო 2014 წლის დრაფტის მე-20 არჩევანია. ფორვარდმა უკანასკნელი საკალათბურთო სეზონი მშობლიურ “სან-პაოლოში” გაატარა და ბრაზილიის ჩემპიონატის MVP გახდა.

null

ზაფხულში ბრუნომ NBA-ს საზაფხულო ლიგაში ითამაშა “იუტას” მაისურით, სადაც ბრაზილიელმა თავი გამოიჩინა და “ბოსტონმა” კონტრაქტი გაუფორმა