“ბოსტონ სელტიქსი” მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა

“ბოსტონ სელტიქსი” მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა

“ბოსტონ სელტიქსმა” 1 წლიანი დისკვალიფიკაცია მისცა გუნდის მთავარ მწვრთნელს – ემე უდოკას და თავი უმძიმეს მდგომარეობაში ჩაიყენა. 2022/23 წლების რეგულარული სეზონის დაწყებამდე 1 თვეზე ნაკლები რჩება, გუნდმა კი ასეთი რთული გადაწყვეტილება მიიღო. უდოკას ადგილს მისივე თანაშემწე ჯო მაზზულა დაიკავებს.

რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ ემე უდოკას ინტიმური ურთიერთობა ქონდა “სელტიქსის” პერსონალში შემავალ ერთ-ერთ ქალთან. NBA-ში ეს კორპორატიული ეთიკის დარღვევად ითვლება, რადგან მთავარი მწვრთნელი იერარქიულად ერთერთ ყველაზე მაღალ ადგილს იკავებს კლუბში და მას არ აქვს უფლება ფორმალურად მის დაქვემდებარებაში მყოფ ადამიანთან ინტიმური ურთიერთობა გააბას.

null

მინდა დიდი ბოდიში მოვუხადო “ბოსტონის” კალათბურთელებს და გულშემატკივრებს, მთელს კლუბს და ჩემი ოჯახის წევრებს, რადგან ამ საქციელით მე მათ ვუღალატე.

ძალიან ვწუხვარ, რადგან ჩემი საქციელით კლუბი ასეთ რთულ მდგომარეობაში ჩავაყენე სეზონის დაწყების წინ. ძალიან კარგად მესმის და ვამართლებ გუნდის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებას. ამ თემაზე მე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ” – განაცხადა უდოკამ პრესკონფერენციაზე.

null

შეგახსენებთ, რომ ემე უდოკა “სელტიქსის” მთავარ მწვრთნელად შარშან ზაფხულში დაინიშნა. მან შესანიშნავი სამუშაო გასწია – რეგულარულ სეზონში 51 მატჩი მოაგებინა “ბოსტონს” და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილი დააკავებინა, პლეიოფის სტადიაზე კი სუპერ ფინალში გაიყვანა, სადაც 2:4 დამარცხა “გოლდენ სტეიტთან”.

ამერიკულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, “ბოსტონ სელტიქსის” ხელმძღვანელები მოგვიანებით გადაწყვეტენ, 1 წლიანი დისკვალიფიკაციის გასვლის შემდეგ დააბურნონ უდოკა მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე თუ გაანთავისუფლონ სამსახურიდან.