ბრაზილია…

01:38 / 25 ნოე 2022
ბრაზილია…

 

ბრაზილიის ქომაგებმა მსოფლიო ჩემპიონატზე როგორც იქნა, იხილეს ისეთი გუნდი, როგორსაც დიდი ხანია ოცნებობდნენ. მათმა მთავარმა მწვთნელმა, ტიტემ, მართლაც მოძებნა ის ბალანსი ფეხბურთელებს შორის, რომელიც ამ თაობას სჭირდებოდა. დიდებულ ახაწვეულებზე აღარაფერს ვამბობთ.

ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი წრის ბოლო მატჩში ბრაზილიის ნაკრებმა ქვა-ქვაზე არ დატოვა სერბეთის საკმაოდ ძლიერი ნაკრებისგან და ხმამაღლა განაცხადა, რომ ტყუილად არ მიიჩნევენ ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად.

სელესაომ ტოტენჰემის ვარსკვლავის, რიშარლისონის დუბლით 2:0 გაიმარჯვა, თუმცა ანგარიში გაცილებით დიდი უნდა ყოფილიყო. ამდენი მომენტი ალბათ რამდენიმე მატჩს თავისუფლად ეყოფოდა.

რიშარლისონის მეორე გოლი ხომ საერთოდ შედევრი გახლდათ. ნახევარბრუნში, რაღაც მაკრატელას მაგვარი საოცრება…

თუმცა, მოდით, ცოტა დავიცადოთ. ვნახოთ, ასეთი ბრაზილიის კვლავ ხილვა ვის არ ესიამოვნება.

საუკეთესო

ცხადია, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ რიშარლისონი დაასახელეს. დუბლის გარდა ის სხვა მხრივაც აქტიური იყო. ერთთავად შეტევას და მეტოქის დაცვის დემორალიზებას ცდილობდა.

Richarlison of Brazil scores their team's second goal during the FIFA World Cup Qatar 2022 Group G match between Brazil and Serbia at Lusail Stadium...

Vinicius Junior of Brazil, Nikola Milenkovic of Serbia during the World Cup match between Brazil v Serbia at the Lusail Stadium on November 24, 2022...