ბრაზილიელმა პოლიტიკოსებმა ოქტაგონზე იბრძოლეს [VIDEO]

18:17 / 21 დეკ 2021
ბრაზილიელმა პოლიტიკოსებმა ოქტაგონზე იბრძოლეს [VIDEO]

ბრაზილიაში უჩვეულო რამ მოხდა. ადგილობრივმა პოლიტიკოსებმა, ბორბას მერმა, 39 წლის სიმაო პეიხოტომ და ყოფილმა კონსულმა 45 წლის ალვეს დე სილვამ, პოლიტიკური უთანხოების მოგვარება ოქტაგონზე გადწყვიტეს. პოლიტიკოსები ერთმანეთს MMA-ს 3 რაუნდიან ბრძოლაში დაუპირისპირდნენ. მათი უთანხმოების საბაბი ქალაქში აკვაპარკის მოწყობას ეხებოდა. პოლიტიკოსები ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, ხოლო მოგვიანებით, მერმა ფეისბუქზე შემდეგი განცხადება გააკეთა: “მე არ ვარ ქუჩის მოჩხუბარი, მე მერი ვარ. თუმცა თუ მას ბრძოლა სურს, მე ამისთვის მზად ვარ”.

ამ განცხადებიდან მალევე მათ შორის ბრძოლა ოფიციალურად დაანონსდა. ადგილობრივი სკოლის სპორტდარბაში ასობით გულშემატკივარი მივიდა. ბილეთები 23$-ად გაიყიდა და ჯამში 14 ბრძოლა გაიმართა.

ბრძოლა მერის, სიმაო პეიხოტოს გამარჯვებით დასრულდა. მიუხედავად მათ შორის პოლიტიკური დაძაბულობისა, ბრძოლის შემდეგ ისინი ერთმანეთს გადაეხვივნენ და ამ ფორმით დაასრულეს მათ შორის არსებული დავა.