ბრიტნი გრანიერის რუსული ციხიდან გამოხსნის ახალი გეგმა

ბრიტნი გრანიერის რუსული ციხიდან გამოხსნის ახალი გეგმა

მიმდინარე წლის 17 თებერვალს მოსკოვის აეროპორტში დაკავებული იქნა ეკატერინბურგის გუნდის და ამერიკის ქალთა ნაკრების კალათბურთელი – ბრიტნი გრანიერი. მესაზღვრეებმა მის ნივთებში ნარკოტიკული ნივთიერება იპოვეს და სპორტსმენი ციხეში გადაიყვანეს.

ამ მოვლენიდან 1 კვირაში რუსეთმა ომი დაიწყო უკრაინასთან და პოლიტიკური სიტუაცია გამძაფრდა რუსეთსა და ამერიკას შორის, რისი “მსხვერპლიც” ბრიტნი გამოდგა. კალათბურთელმა აღიარა საკუთარი დანაშაული, თუმცა რუსული მხარე ჯერჯერობით უარს იძახის მის ექსტრადირებაზე ა.შ.შ-ში და მაქსიმალურად წელავს ამ პროცესს.

ამერიკული მხარე ყველანაირად ცდილობს გამოიხსნას WNBA-ს ვარსკვლავი რუსული ციხიდან, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ.

ა.შ.შ-ს პრეზიდენტის – ჯო ბაიდენის ადმინასტრიციის წარმომადგენელმა რუსულ მხარეს “დიდი გაცვლა” შესთავაზა – ამერიკა რუსეთს გადასცემს 2012 წელს დაკავებულ ვიქტორ ბუტს, ხოლო სანაცვლოდ მიიღებს ბრიტნი გრანიერს და პოლ ვილანს. რუსების პასუხი ჯერჯერობით უცნობია ამ შეთავაზებაზე.

null

ბრიტნი გრანიერი – 31 წლის ამერიკელი  კალათბურთელი. WNBA-ს ვარსკვლავი, რომელიც დროებით თამაშობდა რუსულ კლუბში(ეკატერინბურგი). ბრიტნის WNBA 2014 წელს აქვს მოგებული ფენიქს მერკურისთან ერთად. გრანიერი 8-ჯერ აირჩიეს ყველა ვარსკვლავთა მატჩი სათამაშოდ, ორჯერ გახდა ლიგის ბომბარდირი, რვაჯერ ლიდერი იყო დაფარებებში, ხოლო სამჯერ მოხვდა წლის პირველ სიმბოლურ გუნდში.

null

ვიქტორ ბუტი – 55 წლის რუსი კონტრაბანდისტი. ვიქტორი 2012 წელს დააკავეს ამერიკელმა სამართალდამცველებმა – ბუტს იარაღით ვაჭრობა დაუმტკიცდა და მიესაჯა 25 წლიანი პატიმრობა (იარაღს აწვდიდა კოლუმბიელ ნარკოდილერებს).

null

პოლ ვილანი – 52 წლის, ირანული ფესვების მქონე ამერიკელი პოლიციელი. იგი რუსეთის ტერიტორიაზე იქნა დაკავებული 2018 წელს და ჯაშუშობის ბრალდებით მიესაჯა 16 წლიანი პატიმრობა.