ბრუქსი – სიმსივნე 531:0

ბრუქსი – სიმსივნე 531:0

არც გოლი გაუტანია, არც საგოლე პასი გაუკეთებია, მისმა გუნდმა სულაც 0:3 წააგო, მაგრამ დღის ერთ-ერთი გმირი დევიდ ბრუქსი გახდა. ბორნმუთის ფეხბურთელია, 25 წლის უელსელი. ასტონ ვილასთან შეცვლაზე შევიდა დიდი აპლოდისმენტების თანხლებით.

საქმე ისაა, რომ ბრუქსმა სიმსივნეს სძლია. 2021 წლის ოქტომბერში დაუდგინეს ჰოჯკინის ლომფომის სიმსივნის მეორე სტადია. ბორნმუთმა კონტრაქტი გაუგრძელა ბრუქსს.

და აი, ბრუქსმა დაამარცხა ავადმყოფობა და 531 დღის შემდეგ პირველად ითამაშა ოფიციალურ მატჩში.