ბრძოლა რომელსაც ველოდით – მასვიდალი vs კოვინგტონი ჩაინიშნა

01:47 / 12 იან 2022
ბრძოლა რომელსაც ველოდით – მასვიდალი vs კოვინგტონი ჩაინიშნა

UFC 272-ის ქარდს, სუპერ ბრძოლა დაემატა – 6 მარტს, ოქტაგონზე ერთმანეთს ძველი მეგობრები, ხორხე მასვიდალი და კოლბი კოვინგტონი დაუპირისპირდებიან. ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ, ESPN-მა გაავრცელა.

ვინაიდან აღნიშნულ საღამოს 2 საჩემპიონო ბრძოლაა ჩანიშნული, კოლბისა და ხორხეს დაპირისპირებას მთავარი ბრძოლის სტატუსი ვერ ექნება. მიუხედავად ამისა, დაპირისპირება 5 რაუნდიანი იქნება. ქვესაშუალო წონის ამ ორ გამორჩეულ კონტენდერს დიდი ისტორია აქვთ. წლების წინ, ისინი ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ, ბრძოლის დროს ერთმანეთის კუთხეშიც ხშირად იდგნენ და გარკვეული პერიოდი ერთადაც კი ცხოვრობდნენ. თუმცა როგორც მასვიდალი ყვება, კოლბისა და მწვრთნელს შორის, რომელიც ასევე ხორხეს მწვრთნელიც უსიამოვნება მოხდა – როცა კოვინგტონი ქვესაშუალო წონის დროებითი ჩემპიონი გახდა, მან ბრძოლის შემდეგ მწვრთნელს კონტრაქტით გათვალისწინებული თანხა არ გადაუხადა. ამას მოყვა განხეთქილება, კოლბის მიერ დაბრაზის დატოვება და ხორხესთან გზებიც აქ გაიყო. ამ მოვლენების შემდეგ, მებრძოლებს შორის შუღლი უფრო გამწვავდა და დიდი ხნის მანძილზე მათი ბრძოლაც უფრო და უფრო აქტიურად განიხილებოდა. ახლა კი ყველაფერი ოფიციალურად, UFC-ს ოქტაგონზე გაგრძელდება.