გავი… თასმების შეკვრა არ იცის, ან ეზარება (+ფოტოები)

გავი… თასმების შეკვრა არ იცის, ან ეზარება (+ფოტოები)

უცნაურია, მაგრამ არსებობს ფეხბურთელი, რომელმაც თასმების შეკვრა არ იცის. ეს გავია… 17 წლის ბარსელონელი, რომელიც უკვე მყარად ძირითადის ფეხბურთელია და არა მხოლოდ ბარსაში, არამედ ესპანეთის ნაკრებშიც.

ბარსელონას კიდევ ერთმა ახალგაზრდამ ნიკომ ფოტო დადო, სადაც ჩანს, რომ გავის თასმებს უკრავს და წარწერა გაუკეთა: „მგონი დროა, ისწავლო“.

მაგრამ ბევრგან არის ფოტო, სადაც ჩანს, რომ გავის თასმები გახსნილი აქვს და ისე თამაშობს. ბიჭმა რომ თასმების შეკვრა არ იცის, ეს მისმა ბავშვობის მწვრთნელმა ბასკო პერესმაც.

“შესაძლოა, ეზარება. სხვებს თასმა რომ გაეხსნებოდათ, იკრავდნენ. გავი თამაშს აგრძელებდა”.

ეს ამბავი ბარსას ფანებმაც იციან და ხუმრობენ…

„Nike-ს არ შეუძლია, რომ გავის სპეციალური ბუცები დაუმზადოს შესაკრავების გარეშე?“.