გერმანიამ ესპანეთისთვის მოიგო

01:03 / 2 დეკ 2022
გერმანიამ ესპანეთისთვის მოიგო

მსოფლიო ჩემპიონატზე მორიგი ბრწყინვალე მატჩი ვიხილეთ. გერმანიამ კოსტა რიკა 4:2 დაამარცხა და მართალია პლეი-ოფში ვერც ერთს ვიხილავთ, თუმცა შეხვედრა შესანიშნავი სანახავი იყო.

ქამბექები, ორმხირივი შეტევები, ბრძოლა, ჟინი, თავდადება… გერმანიას მოგება სჭირდებოდა, არამარტო თავისი, არამედ ესპანეთის ნაკრებისაც. თავად კოსტა რიკა კი დაამარცხა, თუმცა ესპანეთმა იაპონიასთან წააგო და ფლიკის შეგირდები ჯგუფში ჩარჩნენ.

ამ შეხვედრაში ისეთი მომენტიც იყო, როცა კოსტა რიკა და იაპონია პარალელურად იგებდნენ და ჯგუფიდან სწორედ ეს გუნდები გადიოდნენ, თუმცა გერმანიამ 4:2 გაიმარჯვა და ესპანეთისთვის უფრო მოიგო, ვიდრე სათავისოდ. საბოლოოდ E ჯგუფში პირველი ადგილი იაპონიის ნაკრებმა დაიკავა და 1/8 ფინალში ხორვატიას შეხვდება, მეორე ადგილოსანი ესპანეთი კი მაროკოს.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის ნაკრები ზედიზედ მეორედ ჩარჩა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფში. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდისგან ეს ძალიან გასაკვირია. რომ არა იაპონიასთან ცუდი მეორე ტაიმი და მარცხი, ახლა პლეი-ოფში სწორედ გერმანიის ნაკრები იქნებოდა, თუმცა…

საუკეთესო ფეხბურთელი

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ჩვენი აზრით კაი ჰავერცია. შეცვლაზე შესულმა ჰავერცმა 2 გოლი გაიტანა და მისი დამსახურებაც არის, რომ ესპანეთის ნაკრები პლეი-ოფში გავიდა.

კოსტა რიკა 2:4 გერმანია 

გოლები: გნაბრი (10), ტეხედა (58), ვარგასი (70), ჰავერცი (70; 85), ფულკრუგი (89).