გვარდიოლას სიტიში მბაპეს მიყვანა უნდა

17:01 / 16 ოქტ 2022
გვარდიოლას სიტიში მბაპეს მიყვანა უნდა

კილიან მბაპესთან დაკავშირებით სიახლეები არ წყდება. Marca-ს ინფორმაციით, ფრანგი შემტევის დამატება მანჩესტერ სიტის და პირადად პეპ გვარდიოლას სურთ.

შეგახსენებთ, რომ სიტიმ ზაფხულში ერლინგ ჰალანდი დაიმატა და მბაპეს შეძენაც სურს, რადგან ქალაქელებს სურთ, რომ საუკეთესო შეტევა ჰყავდეთ და ევროპაში დომინაცია მოახდინონ.

23 წლის ფეხბურთელს ფრანგული გუნდის დატოვება სურს და ამას არც მალავს. ბოლო ცნობებით, მბაპეს გამოსასყიდი თანხა 400 მილიონი ევროა და ფრანგები მის რეალში გაყიდვას არ აპირებენ.

მბაპეს კარგი პერიოდი უდგას. პარიზელთა გარემარბმა ამ სეზონში 13 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა. რაც შეეხება სიტის, გუნდი პრემიერლიგაში 23 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ არსენალს 1 ქულით ჩამორჩება.