სისულელე!

20:22 / 10 ნოე 2022
სისულელე!

მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ მსოფლიო ჩემპიონატის შუა სეზონში გამართვას სისულელე უწოდა.

„ისედაც გიჟური კალენდარი გვაქვს – ფეხბურთელები ვერ ისვენებენ, მხოლოდ მუნდიალზე ფიქრობენ. ცოტა ხანში მათ ეროვნულ გუნდებში მოუწევთ წასვლა. ვთქვათ, ბრენტფორდთან მიღებული ტრავმა პრემიერლიგის შედეგებზე არ იმოქმედებს, მაგრამ ამა თუ იმ მოთამაშემ, ამის გამო, შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვოს.

Pep Guardiola slams 'crazy World Cup' after Sepp Blatter admits it was a 'mistake' to host tournament in Qatar | The Sun

ერთი თვის წინათ კიდევ შემეძლო მათთვის მეთხოვა საკლუბო პრობლემებზე გაემახვილებინათ ყურადღება. ახლა ეს უკვე შეუძლებელია. მათ ადგილზე, ალბათ მეც ასეთი განწყობა მექნებოდა. მსოფლიო ჩემპიონატის შუა სეზონში გამართავა სისულელეა“.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება ყატარში.