გიგზს მახსენებს… ფეხბურთის გეოგრაფია გადაწერა…

გიგზს მახსენებს… ფეხბურთის გეოგრაფია გადაწერა…

დღევანდელი, ახალ-ახალი კომენტარები ხვიჩა კვარაცხელიაზე. იტალიურ პრესაში და ერთიც ბრიტანულიდან.

მსოფლიო ჩემპიონი (1982 წელს), იტალიელი მცველი ფულვიო კოლოვატი: „ყველა კვარაცხელიაზე ლაპარაკობს და მეც უნდა ვთქვა სიმართლე, რომელიც სეზონის დასაწყისში თამაშს ალამაზებს. თუმცა ნაპოლის ჰყავს არანორმალურად ძლიერი ფეხბურთელი: ნახეთ როგორია კიმ მინ-ჯაე?“

მარკო ჩირიელო (იტალიელი ჟურნალისტი):კვარაცხელიამ ფეხბურთის გეოგრაფია გადაწერა. ის უცხო ქვეყნიდანაა და როგორც ჩანს, სულ უფრო და უფრო ბევრნი წამოვლენ ასეთი ქვეყნებიდან. კვარაცხელია ძალიან მომწონს. ის, რაც გააკეთა სიმეონეს გოლზე, როგორ დაიტოვა და დაიმორჩილა ბურთი, შემდეგ კი რა პასი გააკეთა.

…მაღალი კლასი აქვს. რაიან გიგზს მახსენებს. თანაც, კარგი ბიჭია, დადებითი. თუნდაც დედასთან გადაღებული ფოტო მოწმობს მის შინაგან გაწონასწორებაზე. შემდეგ სეზონში მან შეიძლება ლივერპულშიც ითამაშოს“.

იგორ კოლივანოვი (სერია ა-ში ნათამაშევი რუსი ფორვარდი, საკმაოდ გაჰქონდა გოლები ფოჯაში, ბოლონიაში): „კვარაცხელია ბრწყინვალეა. ასე თუ გააგრძელებს, რეალი იყიდის. ნაპოლის ფანებს უკვე ძალიან უყვართ და მგონი ისეთივე პოპულარობას მიაღწევს, როგორც კახა კალაძე“.

და ბოლოს, ბრიტანული პრესა, კერძოდ კი ლივერპულზე.

https://www.liverpool.com/liverpool-fc-news/transfer-news/liverpool-transfer-trent-alexander-arnold-24979510

თურმე 9 მილიონ გირვანქადაც კი შეიძლება ასეთი ფეხბურთელის ყიდვაო. და სათაურიც ნაპოლი-ლივერპულის მატჩსა და კვარას მიერ ალექსანდრ-არნოლდის წვალებაზეა.

„ის ნებისმიერ კლუბს გამოადგება, მათ შორის ლივერპულს. 2025 წელს მოჰამედ სალაჰს კონტრაქტი უმთავრდება და კვარაცხელია იდეალური შემცვლელი იქნებოდა. თუ, რა თქმა უნდა, ასე გააგრძელებს თამაშს“.