გიორგი მარგალიტაძე შავ ლომში

19:59 / 1 აგვ 2022
გიორგი მარგალიტაძე შავ ლომში

თბილისის ლელოს 21 წლის ცხრა ნომერი მომავალი სეზონიდან შავ ლომში იასპარეზებს. ის ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო და ლელოში ასპარეზობისას არაერთხელ გამოუჩენია თავი.

აღსანიშნავია, რომ მარგალიტაძე მეორე ცხრა ნომერია ლელოდან, რომელიც შავ ლომში მიიწვიეს. ერთი წლის წინათ პირველ ქართულ ფრანჩაიზთან კონტრაქტი თენგიზ პერანიძემ გააფორმა.