გიორგი პაპავა: მივხვდი რომ დინამოში ჩემი ადგილი აღარ იყო და გუნდი დავტოვე

18:34 / 31 ივლ 2022
გიორგი პაპავა: მივხვდი რომ დინამოში ჩემი ადგილი აღარ იყო და გუნდი დავტოვე

დინამო თბილისის აწ უკვე ყიფილმა კაპიტანმა გიორგი პაპავამ, გუნდი დატოვა. ქართველი ფეხბურთელი ჯერ თავისუფალი აგენტი გახდა, შემდეგ უზბეკურ ოლმალიქთან გააფორმა კონტრაქტი.

პაპავას დავუკავშირდით, მას ჯერ დინამოს დატოვებაზე, შემდეგ ახალ გუნდში გადასვლაზე ვესაუბრეთ.

“მას შემდეგ, რაც დინამო გიორგი ჭიაბრიშვილმა ჩაიბარა, მაგრძნობინეს, რომ ნაკლებად ვჭირდებოდი. როცა პაიდესთან არ მათამაშა, მივხვდი რომ გუნდში ჩემი ადგილი აღარ იყო და წასვლა ვამჯობინე. როცა ამ თემაზე საუბარი დაიწყო, დარჩენა შემომთავაზეს, თუმცა კვლავ აქ ყოფნის შემთხვევაში სათადარიგოზე ყოფნა მომიწევდა და ეს არ მსურდა. რომან ფიფია როგორც ფინანსურად, ასევე ყველანაირად გვერდში დამიდგა. მასთან წლებია კარგი ურთიერთობა მაქვს და ყველაფრისთვის დიდ მადლობას ვუხდი.

რაც შეეხება პაიდესთან თამაშს, ესტონური გუნდი აუცილებლად უნდა გამოგვეგდო. პირველ თამაშში ისეთი შეცდომები დავუშვით, რომელიც არ გვეპატია და შედეგიც სახეზეა.

კარიერას ოლმალიქში გავაგრძელებ, გუნდთან 6 თვიან კონტრაქტზე შევთანხმდი, თუმცა თუ ყველაფერი კარგად წავა, 1 წლით გავახანგრძლივებ.” – განაცხადა პაპავამ.