გიორგი შერმადინის 21 ქულა „მადრიდის რეალის“ წინააღმდეგ

გიორგი შერმადინის 21 ქულა „მადრიდის რეალის“ წინააღმდეგ

ესპანეთში სტარტი აიღო საკალათბურთო სუპერთასის გათამაშებამ. ნახევარფინალურ სტადიაზე „ტენერიფე“ „მადრიდის რეალს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა 70:72.

მიუხედავად წაგებული მატჩისა, პარკეტზე გაიბრწყინა „ტენერიფეს“ ქართველმა ლეგიონერმა გიორგი შერმადინმა, რომლის ანგარიშზეც 21 ქულა+3 მოხსნა და 1 დაფარება იყო.

null

შერმამ 25:15 წუთი დაყო პარკეტზე, თამაშიდან 8-ჯერ ესრილა ბურთი და 7 ჩააგდო, გიომ ტრადიციულად მაღალი პროცენტით შეასრულა საჯარიმოები – 9-დან 7 მოათავსა კალათში.

მატჩის წინ თრუს ვიდორეტამ „შერმა“ სასტარტო ხუთეულში არ დააყენა და ქართველი ცენტრი აშკარად შეინახა ვოლტერ ტავარესისთვის, რომელიც „რეალის“ მეორე ხუთეულში იყო გამწესებული.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მადრიდული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პაბლო ლასომ სასტარტო შემადგენლობაში არცერთი ესპანელი არ დააყენა, ყავდა 4 ფრანგი (კოსიე, ერტელი, პორიე, იაბუსელე) და ერთი უნგრელი – ადამ ჰანგა.

შეხვედრის სტარტი „ტენერიფეს“ კალათბურთელებს ბევრად უკეთესი გამოუვიდათ და პირველი მეოთხედი 21:14 მოიგეს. მშვენივრად გამოიყურებოდა ფიტიპალდო-გუერას დუეტი. ესპანურ-ურუგვაული ტანდემი მშვენივრად კომბინირებდა და სამწამიან ზონაში დიდ პრობლემებს უქმნიდა დედაქალაქელებს.

null

მეორე მეოთხედში „რეალმა“ პარკეტზე ალოსენი, ფერნანდესი, ლული, ტავარესი და ნაიჯელ ვილიამს გოსი შემოუშვა, რომელთაც მყისიერად გამოასწორეს სიტუაცია. რომ არა შერმადინის კარგი თამაში მადრიდელები ანგარიშში წინ გაიქცეოდნენ.

“შერმა” ერთნაირად კარგად ასპარეზობდა როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში – გიოს დომინანტური დაფარება ვინსენ პორიეზე მატჩის საუკეთესო მომენტი იყო.

ისევე როგორც მეორე პერიოდი, მესამეც რეალმა ერთნაირი ანგარიშით მოიგო 17:16.

უკანასკნელი პერიოდი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ვერცერთი გუნდი ვერ ახერხებდა დიდი სხვაობით ანგარიშში წინ გასვლას.

საფინალო სირენამდე 1:35 წუთით ადრე „ტენერიფეს“ მარცხენა კუთხეში დარჩა ადამ ჰანგა, რომელმაც ზუსტად ესროლა 3 ქულიანი და საკუთარი გუნდის ლიდერობა განამტკიცა 70:65.

დარჩენილ მცირე დროში კუნძულელები ბევრს ეცადნენ, თუმცა სიტუაცია ვერ გამოასწორეს.

ესპანეთის სუპერთასის მეორე ნახევარფინალში „ბარსელონამ“ ყველანაირი პრობლემების გარეშე 87:68 გაანადგურა „ვალენსია“ და დღეს 20:30-ზე (თბილისის დრო) ფინალურ მატჩში სეზონის პირველი „ელ კლასიკო“ შედგება „ბარსელონა“ – „რეალის“ წინააღმდეგ.