გიორგი წიტაიშვილი: უცნობი ამბავი ჩემს ყველაზე დიდ გულშემატკივარზე

18:39 / 21 ნოე 2021
გიორგი წიტაიშვილი: უცნობი ამბავი ჩემს ყველაზე დიდ გულშემატკივარზე

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა სოციალურ ქსელში საკმაოდ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც გარდაცვლილ ბაბუას მიუძღვნა.

“უცნობი ამბავი ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრის შესახებ. პოსტს ბაბუაჩემი ბორიას ხსოვნას ვუძღვნი. მას დაბადების დღეს ყველა 20 ნოემბერს ულოცავდა, თუმცა რეალურად 18-ში იყო დაბადებული და გვთხოვდა, რომ ამ დღეს მიგველოცა. 

ჩვეულებრივ მამაკაცები ცოტას ლაპარაკობენ და ბევრს აკეთებენ. ასეთი იყო ბაბუაჩემი. 

იგი ყოველთვის ახერხებდა ჩემთვის დროის გამონახვას, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს მუშაობდა. იგი მუდამ ცდილობდა, რომ არაფერი მოგვკლებოდა. სწორედ მისი წყალობით მივიღე პირველი ბუცები და პირველი ტელეფონი. 

ბაბუაჩემი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ არაფერი გამჭირვებოდა. იგი ფინანსურად ძალიან მეხმარებოდა და სწორედ მისი წყალობით წავედი პირველად კიევში. 

შეიძლება ითქვას, რომ ის ჩემი ცხოვრებით ცხოვრობდა. ბაბუა ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი იყო. 

დაიმახსოვრე შენი ყველაზე საყვარელი ადამიანები. ისინი ცოცხლები არიან მანამ სანამ გახსოვს.”-დაწერა ქართველმა შემტევმა ინსტაგრამზე.