გოგა ბითაძე პარკეტს დაუბრუნდა

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “ფინიქსმა” საკუთარ მოედანზე უმასპინძლა “ორლანდოს” და მეტოქე 116:113 დაამარცხა.
ზედიზედ მეოთხე მატჩი გამოტოვა კევინ დურანტმა, რომელიც 1 კვირის წინ გახურებისას დაიმტვრა და ისევ ლაზარეთში იმყოფება. მის გარეშე დარჩენილ “სანზში” 20 ქულიან ზღვარსაც კი ვერცერთი კალათბურთელი შესწვდა, თუმცა გუნდური ასპარეზობის ფონზე მასპინძლებმა მაინც მოახერხეს მნიშვნელოვანი მატჩის მოგება.
მარკელ ფულცის და პაოლო ბანკეროს ზუსტი სროლების ფონზე, “ორლანდომ” პირველი მეოთხედი მინიმალური სხვაობით მოიგო 31:30.
მეორე და მესამე პერიოდებში უკეთესად “ფინიქსი” გამოიყურებოდა – დევინ ბუკერმა კრის პოლის შესანიშნავი პასებით არაერთი მნიშვნელოვანი ქულა მოუტანა საკუთარ გუნდს და “სანზი” +12 დაწინაურდა.
სტუმრებმა გაიბრძოლეს და ძმებ ვაგნერების დამსახურებით ანგარიშში წონასწორობა აღადგინეს 101:101.
გუნდის “ქამბექში” თავისი წვლილი შეიტანა გოგა ბითაძემ. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 8 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაშ 2 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარება განახორციელა.
მატჩის დასკვნითი წუთი დრამატული გამოდგა – ჯოშ ოკოგიმ ჯერ შეტევაში ითამაშა ბრწყინვალედ, როდესაც სამქულიანი სროლის რეალიზება მოახერხა, ხოლო შემდეგ დაცვაშიც კარგად გაისარჯა – გადამწყვეტ მომენტში დააფარა პაოლო ბანკეროს და საკუთარ გუნდს გამარჯვება “დაუტოვა”.
ფინიქსი – ორლანდო 116:113 (30:31, 33:27, 31:27, 22:28)
17 მარტი, 05.00, «Footprint Center»
ფინიქსი: ბუკერი (19), პოლი (16 + 7 პასი), ეიტონი (16 + 7 მოხსნა), ოკოგი (15), კრეიგი (9) – სასტარტო; პეინი (18), ლენდეილი (8), როსი (7), დ. ლი (5), უეინრაიტი (3).
ორლანდო: ფულცი (25 + 7 მოხსნა + 9 პასი), ბანკერო (18 + 8 მოხსნა + 5 დაკარგვა), ფ. ვაგნერი (16 + 10 მოხსნა), კარტერი (16), გ. ჰარისი (6) – სასტარტო; ენტონი (17),ბოლი (6), საგსი (5), ბითაძე (2), მ. ვაგნერი (2).