გოგა ბითაძის 15 წუთი “კლიპერსის” წინააღმდეგ

ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება NBA-ს 2022/23 წლების სეზონი. დასავლეთ კონფერენციის ერთერთმა გამორჩეულმა გუნდმა – “კლიპერსმა” საკუთრ მოედანზე უმასპინძლა “ორლანდოს” და მოულოდნელად 108-113 დამარცხდა.
“მეჯიქის” რიგებში 15 წუთი იასპარეზა გოგა ბითაძემ. ქართველი ცენტრი თამაშში მეორე ხუთეულიდან ჩაერთო და 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ბითაძემ ორჯერ ესროლა ბურთი მეტოქის კალათისკენ, თუმცა ორივე ააცილა (0 ქულა).
გოგა ძირითადად შავი სამუშაოს შესრულებაზე გახლდათ ორიენტირებული და ცდილობდა მეტოქის ცენტრები შეეზღუდა 3 წამიან ზონაში (პლამლი, ზუბაცი).
ვენდელ კარტერის და მარკელ ფულცის კარგი ასპარეზობის ფონზე “ორლანდომ” პირველი ტაიმი 2 ქულიანი სხვაობით მოიგო 57:55.
მესამე მეოთხედიდან მასპინძლები გამოფხიზლდნენ – პოლ ჯორჯის ბომბარდირული თვისებების ფონზე “კლიპერსმა” ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ წინაც გავიდა 82:74.
უკანასკნელი, მეოთხე პერიოდი – “მეჯიქმა” გასაოცრად ჩაატარა. სტუმრებმა მასპინძლებს 39 ქულა ჩაუგდეს, აქედან 18 ფინალურ 3:52 წუთში.
გადამწყვეტი იყო ფრანც ვაგნერის ზუსტად ნასროლი სამქულიანი – ძირითადი დროის დასრულებამდე 40 წამით ადრე, რომელმაც “ორლანდოს” გამარჯვება გაუნაღდა.
კლიპერსი – ორლანდო 108:113 (30:31, 25:26, 27:17, 26:39)
18 მარტი, 22.00, «Crypto.com Arena»
კლიპერსი: ჯორჯი (30 + 6 დაკარგვა), ზუბაცი (16 + 16 მოხსნა), ვესტბრუკი (14 + 9 პასი + 6 დაკარგვა), მორისი (13), გორდონი (7) – სასტარტო; კოვინგტონი (11), პლამლი (8 + 10 მოხსნა), მენი (6), ბატუმი(3).
ორლანდო: ფულცი (28), კარტერი (27 + 12 მოხსნა), ფ. ვაგნერი (20), ბანკერო (12 + 6 პასი), გ. ჰარისი (6) – სასტარტო; ენტონი (18 + 8 მოხსნა), კ. ჰარისი (2), ბოლი (0), ბითაძე (0), ჰიუსტანი (0).