გოგა ბითაძის 8 წუთი “ბრუკლინთან”

გოგა ბითაძის 8 წუთი “ბრუკლინთან”

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “ბრუკლინმა” მძიმე ბრძოლაში 116-109 დაამარცხა “ინდიანა” და სეზონში მეორე გამარჯვება იზეიმა. “პეისერზის” რიგებში 8 წუთი ითამაშა გოგა ბითაძემ. ქართველმა ცენტრმა ამ მოკლე დროში 2 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა განახორციელა. გოგამ თამაშიდან სამჯერ შეუტია მეტოქის კალათს და მხოლოდ 1 ბურთი ჩააგდო, 3 შესრულებული მოხსნიდან 1 მეტოქის ფარზე იყო, ხოლო ეს 8 წუთიანი მონაკვეთი სტუმრებმა 10 ქულიანი სხვაობით მოიგეს.

null

შეხვედრის დაწყებამდე 2 საათით ადრე სამწუხარო ცნობა გავრცელდა მასპინძელთა ბანაკიდან – მცირე ტრავმა აღმოაჩნდა ბენ სიმონსს, რის გამოც მას ამ მატჩის გამოტოვება მოუწია.არადა “ბრუკლინს” ძალიან სჭირდებოდა ბენის დახმარება, რადგან “პეისერზს” ლიდერებად უკანა ხაზელები ყავს, სიმონსი კი იდეალური დამცველია.

შეხვედრის სტარტი “ნეთსისთვის” იდეალური გამოვიდა – კევინ დურანტის და კაირი ირვინგის ზუსტი სროლების შედეგად სტივ ნეშის გაწვრთნილი გუნდი თავიდანვე დაწინაურდა და პირველი მეოთხედი 33:18 მოიგო.

მეორე პერიოდში “ინდიანა” გამოცოცხლდა – დუარტე+ჰილდის დუეტმა საშუალოდ და შორი დისტანციებიდან დაბომბა მეტოქის კალათი და მასპინძელთა ეს უპირატესობა ნელნელა ჩამოადნო. ტრადიციულად, კარგად გამოიყურებოდა სათადარიგოთა სკამიდან შემოსული ბენედიქტ მატურინი, რომელმაც 16 ქულა მოაგროვა.

პირველი ტაიმი რიკ კარლაილის გაწვრთნილმა გუნდმა 54-61 წააგო და მატჩის მეორე ნახევარს დიდი იმედებით შეხვდა.

null

მესამე პერიოდმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა, რომელიც ფრედ 31-31 დასრულდა, რამაც საშუალება მისცა მასპინძლებს უკანასკნელ 12 წუთეულს 7 ქულიანი ჰანდიკაპით შეხვედროდნენ 92-85.

მეოთხე მეოთხედის სტარტზე “ინდიანა” მშვენივრად ათამაშდა და მალევე ანგარიშიც გაათანაბრა 100-100 – ყველაფერი თავიდან იწყებოდა.

მომდევნო შეტევებში დურანტმა და კლაქსტონმა 4-4 ქულა დააგროვეს და მასპინძლებს გადამწყვეტი უპირატესობა მოუპოვეს.

არაერთი მცდელობის მიუხედავად, “პეისერზმა” ვეღარ დაქაჩა ჩამორჩენა და მიმდინარე სეზონში მეხუთე მატჩი წააგო.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე კევინ დურანტი გახდა, რომლის ანგარიშზეც 36 ქულა, 9 მოხსნა და 7 პასი იყო. 28 ქულა ქონდა კაირი ირვინგს, 19 კლექსტონს.

“ინდიანას” რიგებიდან გამოირჩა კრის დუარტე, რომელმაც 30 ქულა ჩაუგდო მასპინძლებს. 22 ქულა მიითვალა ტრეიდისთვის გამზადებულმა ბადი ჰილდმა. არ გამოუვიდათ კარგი თამაში “პეისერზის” ლიდერებს – ჰალიბარტონს 11 სროლის შემდეგ 11 ქულა ქონდა, ხოლო მაილს ტერნერს 8 ტყორცნის შედეგად 7 ქულა.