გოგრგაძე და გიგაშვილი ტურის სიმბოლურში

22:47 / 19 სექ 2022
გოგრგაძე და გიგაშვილი ტურის სიმბოლურში

ორი ქართველი მორაგბე ერთად საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში იშვითად, მაგრამ მაინც ხდება ხოლმე. ამჯერადაც, მესამე ტურის საუკეთესოთა შორის, წლევანდელ სეზონში პირველად დაასახელეს პოს ქართველი კაპიტანი ბექა გორგაძე.

პომ შინ ფრანგული რაგბის გრანდს და აქმდე დაუმარცხებელ ტულზს სძლია 26:16. გორგაძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა და გუნდში საუკეთესო იყო.

მიმდინარე სეზონში უკვე მეორედ დაასახელეს სიმბოლურ ნაკრებში საქართველოს ნაკრებისა და ტულონის შერკინების ბურჯი ბექა გიგაშვილი. ტულონელებმა საკუთარ მოედანზე გიორგი ძამანაშვილი კლერმონს სძლიეს 30:29.

გიგაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 35-ე წუთზე ლელო გაიტანა. ის 57-ე წუთზე შეცვალეს. ძამანაშვილს კი, ვულკანების შემადგენლობაში დებიუტი ქონდა. ის 20 წლისაა და კლერმონში რუსთავის ხარებიდან გადავიდა. ძამანაშვილი თამაშში 74-ე წუთიდან ჩაერთო.

პოს და ტულონს რვა-რვა ქულა დაუგროვდათ და მეექვსე-მეშვიდე ადგილებს იყოფენ.