გოლდენ სტეიტი NBA-ს ჩემპიონია

გოლდენ სტეიტი NBA-ს ჩემპიონია

NBA-ს სუპერ ფინალური სერიის მეექვსე მატჩში გოლდენ სტეიტმა სტუმრად 103-90 დაამარცხა ბოსტონი და კლუბის ფრენჩაიზ ისტორიაში მეშვიდე ჩემპიონობა იზეიმა.

საპლეიოფო სერიის მეექვსე შეხვედრას ბოსტონის TD GARDEN მასპინძლობდა და ფავორიტად ადგილობრივი “სელტიქსი’ მიიჩნეოდა. ემე უდოკას გაწვრთნილმა გუნდმა მატჩი 14-2 გაქცევით გახსნა და სოლიდური სხვაობით დაწინაურდა.

null

გოლდენ სტეიტი დროულად “გამოფხიზლდა” – ენდრიუ ვიგინსის და სტეფ კარის ზუსტი სროლების შედეგად ეტაპობრივად შეამცირა მეტოქესთან ჩამორჩენა, ხოლო პირველი მეოთხედის ბოლოს და მეორე მეოთხედის დასაწყისში 21:0 გაქცევა მოუწყო ანგარიშში მეტოქეს და ხელთ იგდო ლიდერობა 37:22.

მეორე ტაიმის სტარტზე სტეფ კარიმ და ოტო პორტერმა 5 მცდელობიდან 4 სამქულიანი ჩააგდეს და ვორიორზის ჰანდიკაპმა უკვე +22 შეადგინა – 72:50.

ბოსტონმა გაიბრძოლა – ელ ჰორფორდმა მესამე პერიოდის უკანასკნელ წუთებზე 3 შორეული ტყორცნა გამოიყენა და თითქოს მატჩში ინტრიგაც დაბრუნდა, თუმცა გოლდენ სტეიტმა ახლოს მაინც აღარ მიიკარა სელტიქსი და 13 ქულიანი სხვაობით მოიგო მატჩი 103-90.

სუპერ ფინალური სერია გოლდენ სტეიტმა 4-2 მოიგო და კლუბის ფრენჩაიზ ისტორიაში მეშვიდე ჩემპიონობა იზეიმა – (1947, 1956, 1975, 2015, 2017, 2018, 2022 წლებში).

NBA-ს სუპერ ფინალის საუკეთესო მოთამაშედ სტეფ კარი დასახელდა, რომელმაც მეექვსე მატჩში ისევ გაიბრწყინა – 34 ქულა, 7 მოხსნა, 7 პასი.

გოლდენ სტეიტის რიგებში მშვენიერი მატჩი ქონდა დრაიმონდ გრინს, რომელსაც 2 პასი დააკლდა სამმაგ დუბლამდე – 12 ქულა, 12 მოხსნა, 8 პასი.

ბოსტონის შემადგენლობიდან გამორჩეული მატჩი ჩაატარა ჯეილენ ბრაუნმა – 34 ქულა, 7 მოხსნა. ტრადიციულად სასარგებლონი იყვნენ “ბიგმენები” ელ ჰორფორდი (19 ქულა+14 მოხსნა) და რობერტ უილიამსი (10 ქულა+7 მოხსნა+4 დაფარება+2 პასი+2 ჩაჭრა).

სელტიქსის რიგებში საშინელი სტატისტიკა ქონდა ჯეისონ ტეიტუმს, რომელმაც 18 სროლის შემდეგ მხოლოდ 13 ქულა დააგროვა, 9 ქულით დაასრულა მატჩი ბოსტონის ერთერთმა ლიდერმა მარკუს სმარტმა.