გოლი და კიკინა

17:41 / 13 სექ 2021
გოლი და კიკინა

იტალიის სერია A-ს მესამე ტურში მილანმა ლაციოს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. მატჩის მე-60 წუთზე ბრაზილიელი ლეაოს ნაცვლად, მილანელთა შემადგენლობაში 39 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩი გამოჩნდა და შვიდ წუთში გოლიც გაიტანა.

No description available.

შვედს მუხლის ტრავმის გამო ოთხი თვე არ ეთამაშა. ამ მიზეზით ევრო 2020 გამოტოვა. მიმდინარე სეზონში კი პირველად გამოჩნდა მოედანზე.

სან-სირო ზლატანს ოვაციებით შეხვდა.

საინტერსოა, რომ იტალიელმა ჟურნალისტებმა შვედის ვარცხნილობაში ცვლილება შეამჩნიეს. ამჯერად ის პუბლიკას ნაწნავით წარუდგა.