გორგოძემ როლან გაროსის ნახევარფინალისტს მოუგო

გორგოძემ როლან გაროსის ნახევარფინალისტს მოუგო

რუმინეთში გრძელდება WTA-ს 125 000-იანთა კატეგორიის ჩელენჯერი. ლასის ტურნირის 1/8 ფინალში ეკო გორგოძემ 6:4 6:2 სძლია ნადია პოდოროსკას და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.

არგენტინელი ჩოგბურთელი 25 წლისაა და იგი ყველაზე კარგად თიხნარის საფარზე ასპარეზობს. 2 წლის წინ პოდოროსკა როლან გაროსის ნახევარფინალშიც კი იმყოფებოდა, თუმცა იმ ტურნირის შემდეგ ტრავმები მიეძალა და ამჟამად რეიტინგის 190-ე ჩოგანია.

null

შეხვედრის ფავორიტად ნადია მიიჩნეოდა, თუმცა ეკომ მეტოქე ყველა საჩოგბურთო კომპონენტში დაჩაგრა და 96 წუთში იმარჯვა კიდეც.

შეხვედრის სტარტი არგენტინელს ბრწყინვალე გამოუვიდა – პოდოროსკამ ზედიზედ ორჯერ დააბრეიკა ქართველი და 4:0 დაწინაურდა. გორგოძე დროულად გამოფხიზლდა და “დიდ ქამბექს” დაუდო სათავე. ეკომ მიჯრით 6 გეიმი მოიგო და მასთან ერთად სეტიც.

პარტიის ასეთ სტილში წაგების შემდეგ ნადია “აირია” – მეორე სეტის სტარტზე როგორც სათამაშო, ასევე ფსიქოლოგიურ უპირატესობას საქართველოს პირველი ჩოგანი ფლობდა. გორგოძემ საწყისი 5 გეიმიდან 4 მოიგო და შემდეგ მშვიდად მიიყვანა მატჩი ლოგიკურ გამარჯვებამდე.

ლასის ჩელენჯერის 1/4 ფინალში ეკოს მეტოქე რუმინელი ანა ბოგდანი იქნება (N 75).

null