სად არის გრიგალავა? ახალი კლუბი?..

სად არის გრიგალავა? ახალი კლუბი?..

გია გრიგალავას ამბები… ქართველ მცველი ბოლოს ტულის არსენალში იყო და შარშანდელი მაისის მერე არ უთამაშია, თუმცა დიდი შანსია, სხვა რუსულ კლუბში გადავიდეს. კერძოდ, ხიმკიში. ამის შესახებ რუსული პრესა წერს.

ხიმკი რუსეთის პრემიერლიგაში ბოლო ადგილზეა.

გრიგალავა 32 წლისაა. საქართველოს ნაკრებში 23 მატჩი ჩაატარა. ტულას არსენალის გარდა, ნათამაშევი აქვს როსტოვში, მოსკოვში, ვოლგაში, კრილის სოვეტოვში, ანჟიში, პაფოსსა და აშნას ეთნიკოსში.